ავტოქარხნის დასახლებაში წყალდიდობაა (ფოტოები)

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, ე.წ. პირველ პრახადნოისთან გადაადგილება შეუძლებელია. ნაპირიდან გადმოსულმა მდინარე ოღასყურამ სავალი გზის დიდი ნაწილი წყლით დაფარა. მდინარემ ნაპირიდან გადმოსვლა დაახლოებით ნახევარი საათის წინ დაიწყო. მოცემულ მომენტში ე.წ. პირველი პრახადნოის მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხით გადაადგილება შეუძლებელია. მოსახლეობა საცხოვრებელ კორპუსებამდე მისასვლელად შემოვლით გზას იყენებს.




თამუნა სხულუხია




თამუნა სხულუხია