ძლიერი წვიმის გამო ადიდებულმა ღელემ ზესტაფონისა და თერჯოლის დამაკავშირებელი ხიდი წაიღო
თარიღი : 13-11-2015, 19:33 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ადიდებულმა ღელემ ზესტაფონისა და თერჯოლის დამაკავშირებელი ხიდი წაიღო.
გადაუღებელი წვიმის შედეგად თერჯოლის რაიონის სოფელ რუფოთში კი, 30-მდე ოჯახი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი.
ანალოგიური მდგომარეობაა სოფელ თუზში, სადაც ასევე რამდენიმე ოჯახი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი, სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება ამინდის გაუმჯობესებამდე ვერ ხერხდება.
შეგახსენებთ, რომ ძლიერი წვიმა იმერეთში გუშინ, გვიან ღამით დაიწყო. რამდენიმე საათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლები და სახნავ-სათესი მიწები დაიტბორა.
ძლიერი წვიმის შედეგად, კალაპოტებიდან მდინარეები გადმოვიდა, რის გამოც, რამდენიმე გზა წყალმა წაიღო და საავტომობილო მოძრაობის შეფერხება გამოიწვია.