Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ცენტრალური მოედნის რეაბილიტაციით პროკურატურა დაინტერესდება

თარიღი : 7-10-2013, 13:33 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"კომპანია "მშენებელი 2011", რომელსაც ქუთაისში სრული რეაბილიტაცია უნდა განეხორციელებინა, ამ დრომდე 620 120 ლარითაა დაჯარიმებული"-. ამის შესახებ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლმა თენგო თოფურიძემ განაცხადა. მისი თქმით, ქალაქის ცენტრაულ მოედანზე 2011 წლის 18 ნოემბერს დაწყებული სამშენებლო სამუშაოები, რომელიც ცენტრალური მოედნის სრულ რეაბილიტაციას და მოედანზე კოლხური შადრევნის მონტაჟს გულისხმობდა, ამ დრომდე არ დასრულებულა. თოფურიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის 2 მაისს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ცენტრალური მოედანი გახსნა, მასზე რამდენიმე ათეული ათასი ლარის სამუშაოები ამ დრომდე ჩასატარებელია.
"2011 წელს ქუთაისის მერიამ ხელშეკრულება გააფორმა სამშენებლო კომპანია "მშენებელი 2011"-თან, რომელსაც სამშენებლო სამუშაოები 2012 წლის 2 მაისს ქუთაისის ქალაქობის დღესასწაულზე უნდა დაესრულებინა. სამუშაოების გადავადება ფირმამ მერიას ხუთჯერ მოსთხოვა, თუმცა ამ ხნის განმავლობაში აღნიშნულ კომპანიას ქალაქის ცენტრალურ მოედანზე რეაბილიტაცია არ დაუსრულებია. ყოველ გადაცილებულ ერთ დღეზე მშენებელი ფირმა ხელშეკრულების ღირებულების 0,1%-ით ჯარიმდება და დღეის მონაცემებით, მას ჯარიმის სახით 620 120 ლარი აქვს გადასახდელი", - განაცხადა თოფურიძემ.
თოფურიძის განმარტებით, თუ აღნიშნული კომპანია ჯარიმას არ გადაიხდის და ასევე რეაბილიტაციას უახლოეს 5 დღეში არ დაიწყებს, საქმე სამართალდამცველ ორგანოებს გადაეცემა.


ნანახია: 2541-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიაში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დამონტაჟებული კოლხური შადრევნის დემონტაჟზე საუბრობენ. ქალაქის მერიის არქიტექტურის
ვადაგადაცილების გამო კომპანია ჯარიმის სახით ყოველდღიურად 187 ლარს იხდის.
მერიის ბრძოლა ქალაქის ცენტრალურ შადრევანთან დაკავშირებით ახალ ეტაპზე გადადის.სამუშაო დაუსრულებულიაო რომ ამბობენ- საკრებულოს
მოედანი სამი დღით გადაიკეტება.

ამინდი