ძლერმა ნალექმა ხონის მუნიციპალიტეტში მდინარე კუხას ადიდება გამოიწვია
თარიღი : 13-11-2015, 11:24 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ძლერმა ნალექმა ხონის მუნიციპალიტეტში მდინარე კუხას ადიდება გამოიწვია.
მდინარის ადიდების შედეგად, სოფელ ახალშენთან დამაკავშირებელი გზა დაზიანდა.
დაზარალდა ასევე საამშენებლო კომპანია შპს „მითი“, რომელიც ხონი-წყალტუბოს დამაკავშირებელი გზის, მდინარე კუხას მონაკვეთზე საავტომობილო ხიდს აშენებს.
ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, ვითარებას აკონტროლებდა ადგილობრივი ხელისუფლება და პოლიცია.
სოფელ ახალშენთან დაკავშირება ალტერნატიული გზითაა შესაძლებელი და შესაბამისად, ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა არ აქვს.
დაზიანებული ტერიტორია გამგებლის პირველმა მოადგილემ დღეს დილითაც დაათვალიერა.
"გუშინ საღამოდან განსაკუთრებულ რეჟიმში ვმუშაობთ. ახლა ადგილზე სიმშვიდეა, წყლის დონემ დაიკლო. სინოპტიკოსები ისევ უხვ ნალექს პროგნოზირებენ, ამიტომ ჩვენი სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ადგილზე რჩებიან. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, უსაფრთხოდ არიან საამშენებლო კომპანიის თანამშრომლებიც“, - განაცხადა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ოთარ ქაშიბაძემ.
შეგახსენებთ, რომ ძლიერი წვიმა იმერეთში გუშინ, გვიან ღამით დაიწყო. რამდენიმე საათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლები და სახნავ-სათესი მიწები დაიტბორა.
ძლიერი წვიმის შედეგად, კალაპოტებიდან მდინარეები გადმოვიდა, რის გამოც, რამდენიმე გზა წყალმა წაიღო და საავტომობილო მოძრაობის შეფერხება გამოიწვია.