ბაღდათის რაიონში 20-მდე ოჯახი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი
თარიღი : 13-11-2015, 11:04 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ბაღდათის რაიონის სოფელ წითელხევში მეწყერი გუშინ ჩამოწვა, გაწმენდითი სამუშაოები კი, მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი გეგეშიძის თქმით, მას შემდეგ დაიწყება, რაც ამინდი გაუმჯობესდება.
გეგეშიძის თქმით, რამდენიმედღიანმა ძლიერმა წვიმამ, გარდა სოფელ წითელხევის, სხვა პრობლემებიც გამოიწვია.
„არის სოფლები, სადაც ხეები წაიქცა, არის სოფლები სადაც საცხოვრებელი სახლები დაიტბორა, თუმცა, მუნიციპალიტეტის დონეზე, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად წითელხევი რჩება, სადაც მეწყერი ჩამოწვა და 16 ოჯახი საავტომობილო გზის გარეშეა დარჩენილი. გარესამყაროს მოწყვეტილებად ვერ ჩავთვლით, რადგან საბედნიეროდ, ფეხით მისასვლელი გზა ამ ოჯახებამდე, არსებობს“, - აცხადებს გამგებელი.
შეგახსენებთ, რომ ძლიერი წვიმა იმერეთში გუშინ, გვიან ღამით დაიწყო. რამდენიმე საათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლები და სახნავ-სათესი მიწები დაიტბორა.
ძლიერი წვიმის შედეგად, კალაპოტებიდან მდინარეები გადმოვიდა, რის გამოც, რამდენიმე გზა ნიაღვარმა წაიღო.