სტიქიის შედეგად თერჯოლაში დაზიანებული გზა სავარაუდოდ დღეს საღამოს გაიხსნება

თერჯოლაში, სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
რამდენიმესაათიანი ძლიერი წვიმის შედეგად, თერჯოლის რაიონში მდინარე ჩხარა ადიდდა, რომელმაც დროებითი ავტომაგისტრალის მონაკვეთი წაიღო.
ამ დროსითვის აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთ საქართველოში მოხვედრა ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზით არის შესაძლებელი, ხოლო აღნიშნული მიმართულებით, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.