Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში შეუსრულებული ვალდებულებებისათვის დაჯარიმებულ ინვესტორს საქმიანობის ვადა გაუგრძელდა

თარიღი : 7-10-2013, 11:29 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები   
topnews.com.ge
შპს „შიტრიტ ჯგუფს საქართველოში“, რომელსაც ქუთაისში 13 ობიექტი გადაეცა, ქალაქის მერიისა და ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებით ნაკისრ ვალდებულებების შესასრულებლად ვადა გაუგრძელდა. თუმცა ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას ვალდებულებები 2013 წლის პირველ იანვრამდე უნდა შეესრულებინა.
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 18 თებერვლის განკარგულების მიხედვით, „შიტრიტ ჯგუფს საქართველოში“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 3 მილიონ 143 000 ლარად ქუთაისში 13 ობიექტი გადაეცა. ხელშეკრულების მიხედვით, მყიდველს საპრივატიზებო თანხა ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი თვის ვადაში უნდა გადაეხადა, თუმცა „შიტრიტ ჯგუფმა“ ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში მხოლოდ 2 მილიონ 965 700 ლარი გადაიხადა, ხოლო თანხის დარჩენილი ნაწილი 177 300 ლარი მასზე დაკისრებული საურავით (ჯამში 259 000 ლარი) 2012 წლის სამ სექტემბერს დაფარა. საინვესტიციო პირობის მიხედვით, კომპანიას შეძენილ ობიექტებზე მიმდინარე წლის პირველ იანვრამდე 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.
„შიტრიტ ჯგუფს“ ქუთაისში, პრეზიდენტის მიერ გადაცემულ ობიექტებზე შემდეგი სამუშაოები უნდა ჩაეტარებინა: ქუთაისში, ცისფერყანწელთა, პუშკინისა და გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობებში სასტუმროს მოწყობა; ფალიაშვილის ქუჩის პირველ შესახვევში მდებარე შენობის გარე ფასადისა და სახურავის მოწესრიგება.
კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საკითხით სახელმწიფო აუდიტის სამსახური დაინტერესდა. აღმოჩნდა, რომ „შიტრიტ ჯგუფს“ ვალდებულებების დიდი ნაწილი შეუსრულებელი აქვს. კერძოდ, გრიშაშვილის ქუჩაზე #7-ში, სასტუმროს მოწობის სამუშაოები არ არის დაწყებული და არც სამშენებლო დოკუმენტაციის პროექტია წარმოდგენილი. ასევე, უცვლელ მდგომარეობაში ფალიაშვილის ქუჩის პირველ შესახვევში მდებარე შენობა. უკეთეს მდგომარეობაშია წმინდა ნინოს ქუჩის #17-სა და რუსთაველის გამზირის #2-ში მდებარე შენობები, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ხოლო 9 აპრილის ქუჩაზე, ირაკლი აბაშიძის გამზირსა და ნიკეას ქუჩაზე მდებარე ობიექტებზე არანაირი სამუშაოები არ მიმდინარეობს.
შეუსრულებელი ვალდებულებების გამო, კომპანიის წარმომადგენელმა ნიკოლოზ მენთეშაშვილმა ქუთაისის მერიას ჯერ კიდევ 2012 წლის 8 ოქტომბერს მიმართა და ვადის გაგრძელება ორი წლით, 2015 წლის პირველ იანვრამდე ითხოვა. ქუთაისის მერიაში შეტანილ წერილში მენთეშაშვილი აღნიშნავდა, რომ საინვესტიციო თანხიდან (სულ 8 მილიონ 350 000 ლარი) იმ ეტაპისათვის 2 მილიონ 829 800 ლარი იყო ათვისებული, ხოლო საინვესტიციო ვალდებულების დასასრულებლად კომპანიას კიდევ ორი წელი სჭირდებოდა.
ქუთაისის ვიცე-მერი გია შარაბიძე, რომელიც აღნიშნულ საკითხს კურირებს, აცხადებს, რომ ქუთაისს ინვესტორი სჭირდება. თუმცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ კომპანიისათვის ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღება საკუთარ თავზე ვერ აიღო და დახმარება ცენტრალურ ხელისუფლებას სთხოვა.
ვიცე-მერის თქმით, კომპანიას ამ ეტაპზე ყოველდღიურად ჯარიმა ერიცხება, თუმცა ჯარიმის ოდენობას გია შარაბიძე ვერ აკონკრეტებს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიხედვით, კი საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომპანიას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჯარიმა დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 1% -ის ოდენობით ერიცხება.
„ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დარჩენილი საინვესტიციო თანხა შეადგენს 5 მილიონ 520 200 ლარს. ხოლო 2013 წლის პირველი ინავრიდან ყოველ ვადაგადაციელბულ დღზე პირგასამტეხლოს სახით დასარიცხი თანხა 5 500 ლარს,“ - აცხადებენ აუდიტის სამსახურში.
Topnews.com.ge საქართველოში „შიტრიტ ჯგუფის“ წარმომადგენელს აარონ გაგულაშვილს დაუკავშირდა. მისი თქმით, კომპანიას აღებული ვალდებულებების შესრულებაში ხელი ქართველმა პარტნიორებმა და ქვეყანაში არსებულმა პოლიტიკურმა კლიმატმა შეუშალა.
„ჩვენ გვყავდა ქართველი პარტნიორები, რომლებთანაც გვქონდა ურთიერთობა, თუმცა ამჟამად კომპანიას მოწილე აღარ ჰყავს და ყველა ობიექტის 100%-იანი მეპატრონე თავად არის. ვალდებულებების შესრულებაში ძალიან ბევრი ხელისშემშლელი პირობა იყო. მაგალითად, გადაწყვეტილება პარლამენტის თბილისში დაბრუნებასთან დაკავშირებით. თუმცა ამჟამად ჩვენ მიღწეული გვაქვს შეთანხმება როგორც ქალაქის მერიასთან, ისე ეკონომიკის სამინისტროსთან და ჩვენ ინვესტიციებს განვაგრძობთ,“ - ამბობს აარონ გაგულაშვილი.
რაც შეეხება კომპანიისათვის დარიცხულ ჯარიმებს, გაგულაშვილის თქმით, ხელისუფლებისგან მიიღეს დაპირება, რომ როგორც კეთილსინდისიერ ინვესტორს, „შიტრიტ ჯგუფს“ ჯარიმები აპატიონ.


ნანახია: 2563-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც ბიზნესმენ ფილიპიას ადვოკატმა, არჩილ ნიჟარეძემ პირველ პრესკლუბში განაცხადა, ბიზნესმენის ოჯახი კომპანია შიტრიტ ჯგუფსა და
ვადაგადაცილების გამო კომპანია ჯარიმის სახით ყოველდღიურად 187 ლარს იხდის.
როგორც მიქიაშვილმა განაცხადა, აღნიშნული ფირმა ორი წლის განმავლობაში საქართველოში ვერც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტის
შპს 'პარკინგსერვისს' ქუთაისის ბიუჯეტისათვის თანხების დამალვაში ადანაშაულებენ.
ფალიაშვილის 11 ნომერში მდებარე შენობა წლებია, რაც ავარიულ მდგომარეობაშია.

ამინდი