ძლიერმა წვიმისა და ქარის შედეგები ქუთაისში

ძლიერმა წვიმამ ქუთაისში გარკვეული პრობლემები შექმნა. კერძოდ, ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად, გუმათ-ჰესის დასახლებაში ხე წაიქცა, რამაც კომუნიკაციები დააზიანა. ადგილზე იმყოფებოდნენ ააიპ "სპეციალური სერვისები"–ს წარმომადგენლები, რომლებმაც ხის გადაბელვა და ტერიტორიის გაწმენდა მოახდინეს.

ძლიერი წვიმების შედეგად, ლესელიძის ქუჩაზე, ბოტანიკური ბაღის წინ საავტომობილო გზა ქვა–ღორღით დაიფარა. გზის გაწმენდა "სპეციალურმა სერვისებმა" უზრუნველყო. ამავე ქუჩაზე ორგანიზაციის თანამშრომლები სანიაღვრე ქსელის გაწმენდას ახორციელებენ.