წყალტუბოში ფარიკაობაში საერთაშორისო ტურნირი გაიმართება
თარიღი : 12-11-2015, 12:20 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

მიმდინარე წლის 14 -15 ნოემბერს, წყალტუბოს სპორტის სასახლეში ფარიკაობაში, საქართველოს სპორტის დამსახურებული მწვრთნელის, გალაქტიონ ჩიქოვანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი გაიხსნება.
ტურნირში მონაწილეობას თურქეთის, სასომხეთის, აზერბაიჯანის, თბილისის, რუსთავის, აჭარის, აფხაზეთის, ზესტაფონის, ოზურგეთისა და ქუთაისის ნაკრები გუნდები მიიღებენ. ტურნირის ორგანიზატორის ქუთაისის მერია წარმოადგენს. ღონისძიება 15:00 საათზე დაიწყება.