ძლიერი წვიმის შედეგად სამტრედიაში რამდენიმე ქუჩა და ოჯახი დაიტბორა
თარიღი : 12-11-2015, 10:53 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ძლიერი წვიმის შედეგად სამტრედიაში რამდენიმე ქუჩა და ოჯახი დაიტბორა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იმერეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვალერიან ფოცხვერიას განცხადებით, ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე სახლის პირველ სართულზე წყალი შევიდა. უხვი ნალექის გამო რამდენიმე ქუჩაც დაიტბოა და ადიდდა მდინარე ჭურთავა.
ამ დროისთვის დატბორილ ადგილებში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.