თერჯოლაში ადიდებულმა მდინარემ მაგისტრალის ნაწილი წაიღო

რამდენიმესაათიანი ძლიერი წვიმის შედეგად, თერჯოლის რაიონში მდინარე ჩხარა ადიდდა, რომელმაც დროებითი ავტომაგისტრალის მონაკვეთი წაიღო. შემთხვევის ადგილზე მუნიციპალიტეტის გამგებელი თემურ ჯაფარიძე იმყოფებოდა. მისი თქმით, ავტომაგისტრალის აღდგენითი სამუშაოები ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაიწყება.
"გზის ქვემოთ სამი მილი იყო, რომელიც წყალს ატარებდა, თუმცა უხვი ნალექი მილებმა ვერ გაატარეს. ამ დროისათვის აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთ საქართველოში მოხვედრა თბილისი-ქუთაისი-ბაღდათის გზის მობაკვეთით არის შესაძლებელი," - განაცხადა გამგებელმა.