Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"გამგებელი ახლო ხედით,"– სულხან მახათაძე

თარიღი : 12-11-2015, 01:39 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-მ (გაიგე მთავარი იმერეთში) დაიწყო ახალი რუბრიკა სახელწოდებით: გამგებელი ახლო ხედით.

საინფორმაციო სააგენტოს მკითხველს საშუალება ექნება კვირაში ერთხელ გაეცნოს იმერეთის მუნიციპალიტეტების გამგებლების დოსიეებს, პოლიტიკურ მიზნებსა და გეგმებს, სამოქმედო რაიონებში დაგეგმილ თუ უკვე განხორციელებულ პროექტებს, სურვილებს, მისწრაფებებს, ოცნებებს, შეცდომებად ჩათვლილ ნაბიჯებს და მოსახლეობის მისამართით გაჟღერებულ მესიჯებს.

რუბრიკის სტუმარი ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან მახათაძეა.


1. სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, განათლება, ოჯახური მდგომარეობა;
სულხან მახათაძე-ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი. დაიბადა 1982 წლის 26 ივნისს ქალაქ ჭიათურაში. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტი. წარმატებით გაიარა ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურის კურსი. ამჟამად სწავლობს დოქტორანტურაში საფინანსო მიმართულებით.

2. რას ნიშნავს თქვენთვის მოცემული მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობა?
-ძალიან დიდ პასუხისმგებლობას, რაც ჩემს გუნდთან ერთად ავიღე მუნიციპალიტეტის წინაშე, რასაც, ძალიან ვუფრთხილდები და მინდა ღირსეულად გავუძღვე ამ რთულ და საპატიო საქმეს.

3. როგორ ფიქრობთ, რამდენად კარგად იცნობთ თქვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საჭიროებებს?
-მესამე წელია ამ თანამდებობაზე ვარ და ასე მგონია ყველა ოჯახის სატკივარს ვიცნობ.

3. ათბალიანი სისტემიდან რამდენი ბალით შეაფასებდით თქვენი როგორც გამგებლის საქმიანობას?
-გამიჭირდება პასუხის გაცემა.

4. როგორ ფიქრობთ, რამდენად იცნობს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა გამგებელს და რამდენად მჭიდროა გამგებლის ურთიერთობა ამომრჩევლებთან?
-ალბათ ესეც მოსახლეობისთვის დასასმელი კითხვაა.მე რაც შემეხება, ჭიათურაში 65 სოფელია და თითოეული მათგანი შემოვლილი მაქვს .ყველა სოფლის პრობლემა ვიცი.

5. დაასრულეთ ფრაზა: რომ არ ვიყო ის, ვინც დღეს ვარ, აუცილებლად ვიქნებოდი......
-ძალიან დიდ სიხარულს მანიჭებს როცა ვინმეს ვეხმარები. მიყვარს ზოგადად ქველმოქმედება და ალბათ ყველაზე მეტად ბედნიერი ვიქნებოდი,თუკი შესაძლებლობა მექნებოდა განმეხორციელებინა ეს მადლიანი საქმე.

6. რას შეცვლიდით თქვენს ცხოვრებაში ცხოვრების თავიდან დაწყება რომ შეგეძლოთ?
-მნიშვნელოვანს არაფერს.

7. დაასახელეთ ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებასა და გადაწყვეტილებებზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს;
-ჩემი ოჯახის წევრები.განსაკუთრებით ჩემი შვილი-ლიზი.

8.დაასახელეთ თქვენი საყვარელი წინადადება და ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად იმეორებთ;
-სიყვარულის გარეშე არასდროს მიცხოვრია და ყველაზე ხშირად ვიყენებ ფრაზას: „გვიყვარდეს ერთმანეთი“.

9.დაასახელეთ თქვენთვის საინტერესო პოლიტიკური პერსონა და განმარტეთ, რა თვისებებით იმსახურებს თქვენს სიმპათიას?
-ვაცლავ ჰაველი. ის გამორჩეული პრეზიდენტი იყო, რომელმაც შექმნა მყარი, დემოკრატიული სახელმწიფო. იგი ღირსეული და პრინციპული პიროვნება იყო, საკუთარი იდეალებისადმი ერთგული.

10. დაასახელეთ სამი საქმე, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტობის შემთხვევაში გააკეთებდით;
-იმდენად არ მიფიქრია ამაზე, შესაბამისად პასუხის არ მექნება და თუკი ვიფიქრებდი,ასეთი ბევრია.

11.ყველაზე მეტად რასაც განვიცდი, არის.....
-ბანალურ პასუხს გაგცემთ:ხალხის გაჭირვება.

12. ოქროს თევზი რომ მოგცეთ, რა სურვილს ჩაიფიქრებდით და რას სთხოვდით მას?
-ქვეყნის გაერთიანებას და იმას,რომ მსოფლიოში ყველა ბავშვი ჯანმრთელი და უზრუნველი გაიზარდოს.

13. ყველაზე ძნელი და რთულად მისაღები გადაწყვეტილება ჩემთვის იყო.......
-ისეთ რთულ ქალაქში,როგორიც ჭიათურაა, გამგებლობაზე დათანხმება.როცა ჭიათურაში სამუშაოდ მოვდიოდი,კარგად მქონდა გათვიცნობიერებულირა სირთულეებთან მომიწევდა გამკლავება.თუმცა ის უდიდესი პასუხისმგებლობა,რაც ჩემს გუნდთან ერთად ავიღე რაიონის წინაშე, სტიმულს მაძლევს პრობლემების დასაძლევად.

14.რას ეტყოდით ამომრჩევლებს ან უბრალოდ მხარდამჭერებსა და გულშემატკივრებს topnews.com.ge-ს მეშვეობით?
- ვიცი ჯერ-კიდევ არ გილხინთ, მაგრამ მერწმუნეთ,ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის,რომ თქვენ და თქვენმა ოჯახებმა ღირსეულად იცხოვროთ.

15. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი მუნიციპალიტეტის მომავალი 10 წლის შემდეგ?
-ზუსტად ვიცი, 10 წელიწადში ჭიათურა ერთ-ერთი განვითარებული, წარმატებული ქალაქი იქნება.

16. როგორ ფიქრობთ, რით განსხვადებით თქვენი მუნიციპალიტეტის უკვე ყოფილი გამგებლებისგან? რა არის თქვენი უპირატესობა მათთან მიმართებაში?
-ალბათ ის,რომ უკეთეს გარემოში მიწევს მუშაობა.ჩემი თანამშრომლები არ არიან პოლიტიკით და არჩევნებით აჟიტირებულები.მათ არავინ სჯის და არავინ ავალებს მიტინგზე სიარულს. განა ეს ცოტაა?

17. სად წარმოგიდგენიათ თქვენი თავი და საქმიანობა იმ დროს, როდესაც თქვენი კაბინეტის კარზე აღარ იქნება აბრა თქვენი სახელით და გვარით?
-კერძო ბიზნესში.

18. რას ურჩევდით თქვენს მემკვიდრეს?
-მოთმინებას და თავისი საქმისადმი ერთგულებას.

19. რას ნიშნავს თქვენთვის ძლიერი პოლიტიკური ოპონენტი?
-უპირველესად საღი აზროვნების ადამიანს,რომელსაც უნდა უყვარდეს და იყოს თავისი სამშობლოს გულშემატკივარი.


20. დაასახელეთ მინიმუმ ხუთი საქმე, რომელიც თქვენი გამგებლობის პერიოდში მუნიციპალიტეტში გაკეთდა.

- ჭიათურაში წლების განმავლობაში „აქილევსის ქუსლად“ იყო ქცეული სოფლამდე მისასვლელი გზის პრობლემა. ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან პრიორიტეტად სწორედ ამ პრობლემის მოგვარება დავისახე და მართლაც, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლებში თანდათან დაიწყო გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია სხვადასხვა მიმართულებით. გზა ისეთ ადგილებზეც გაკეთდა, სადაც 15-20 წელია მანქანას არ გაუვლია. აშენდა ახალი საბავშვო ბაღები. ასევე, მოხდა რამდენიმე ბაღის რეაბილიტაცია. აღვადგინეთ სამგზავრო ლიფტები. მიმდინარე წლიდან ჩემი ინიციატივით, წარჩინებულ ჭიათურელ სტუდენტებს ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით სტიპენდია დაენიშნათ. სტიპენდია ყველა იმ ჭიათურელ სტუდენტს დაენიშნა, რომელსაც თითოეულ საგანში 91 და მეტი შეფასება აქვს სემესტრში მიღებული. ამ ეტაპზე ასეთი სულ 30 სტუდენტია. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტი საქართველოს არც ერთ მუნიციპალიტეტში არ ხორციელდება. ერთ- ერთი მსხვილი პროექტი, რომელიც ჩვენს ქალაქში განხორციელდება, ქალაქის სამგზავრო საბაგირო გზების განახლება იქნება.ჭიათურა ბაგირგზების ქალაქია.საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საფრანგეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ჭიათურაში საბაგიროების სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. ჩვენს ქალაქს დაამშვენებს ახალი სამგზავრო საბაგირო გზები თანამედროვე კონსტრუქციებითა და გონდოლებით, რომელიც სილამაზესთან ერთად გაცილებით უსაფრთხო იქნება მოსახლეობისათვის.

21. დაასრულეთ წინადადება: უახლოეს ხუთ წელიწადში მინდა მქონდეს....
-ხალხის სიყვარული...

22. ჩემი ოცნებაა......
ბევრი ოცნება მაქვს. ყველაზე მთავარი ჭიათურის კეთილდღეობაა.


ნანახია: 2108-ჯერ

მსგავსი სიახლეები
"10 წლის შემდეგ ხონი წარმომიდგენია სრული გაზიფიცირებით, 24- საათიანი წყალმომარაგებით, თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ტურისტული
"ჩემი ოცნებაა ჩვენს ქვეყანაში ყველა უსახლკაროს ჰქონდეს თავშესაფარი, ყველა დაავადებულს მაღალკვალიფიციური მკურნალობის ჩატარების
კითხვა: თქვენ რომ არქიტექტორი იყოთ, რომელ შენობას დააპროექტებდით ქუთაისისთვის? პასუხი: ქუთაისის ციხე-სიმაგრის აღდგენით ვერსიას.
გსურთ უფრო ახლოს გაიცნოთ და მეტი იცოდეთ იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ქუთაისის საკრებულოში საზოგადოების მანდატით მოხვდნენ?
დაასრულეთ ფრაზა: ადამიანები მაოცებენ..... პასუხი: თუ დავაკვირდებით, ყველა ადამიანი თავისთავად გასაოცარია.
ოქროს თევზი რომ მოგცეთ, რა სურვილს ჩაიფიქრებდით და რას სთხოვდით მას? ოქროს თევზი? მსოფლიოს განვაიარაღებდი.

ამინდი