Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

15 ნოემბერს ქუთაისში სიმულაციური არჩევნები გაიმართება

თარიღი : 11-11-2015, 20:11 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პროექტ „პოლიტიკური პარტიის“ ფარგლებში სიმულაციურ არჩევნებში მონაწილე დამკვირვებლებსა და კომისიის წევრებს ტრენინგ–სემინარი ჩაუტარდათ.ჯამში გადამზადდა 18 დამკვირვებელი და კომისიის 39 წევრი.

ტრენინგ–სემინარი ჩაატარეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ოფისის დამფუძნებელმა ნოდარ ჯიქიამ, რომელიც ასევე პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებული სიმულაციური ცესკოს თავმჯდომარე გახლავთ და საიას ადვოკატმა მაკა ცერცვაძემ.
დამკვირვებლები და კომისიის წევრები არ არიან უშუალოდ პროექტის მონაწილეები. აღნიშნული გუნდის ჩამოყალიბება საპროექტო ჯგუფის მიღმა მოხდა.

„ტრეინგ–სემინარი ჯამში 3 საათიანი იყო. შეხვედრა ორ ეტაპად ჩავატარეთ. პირველ ეტაპზე ინფორმაცია მიეწოდათ კომისიის წევრებს, მეორე ეტაპზე კი უკვე დამკვირვებლები დატრენინგდა. მოწვეულმა სტუმრებმა დამკვირვებლებსა და კომისიის წევრებს უშუალოდ მაგალითების მეშვეობით გაუზიარეს ინფორმაცია პროცედურებთან დაკავშირებით თუ რა და როგორ უნდა გააკეთონ 15 ნოემბერს, არჩევნების დღეს. წინ გველის საინტერესო და დატვირთული სამუშაო დღეები. ყველა პოლიტიკურ პარტიას ვუსურვებ წარმატებას,“ – ამბობს სიმულაციური ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე მირანდა ბარბაქაძე.

საიას ადვოკატის მაკა ცერცვაძის თქმით, ის დიდი სიამოვნებით ადევნებს თვალს უშუალოდ სიმულაციურ არჩევნებს დილის 7 საათიდან არჩევნებში გამარჯვებული სიმულაციური პოლიტიკური პარტის გამოვლენამდე.

„მე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებელი, დავაკვირდები არა მხოლოდ საარჩევნო პროცედურას, არამედ თავად მონაწილეებსაც. შემდგომში კი შესაძლოა ყველაზე საუკეთესოს რეკომენდაციაც გავუწიო საიას ნადვილ საარჩევნო სადამკვირვებლო მისიაში ჩასაბმელად,“– ამბობს მაკა ცერცვაძე.

სიმულაციური არჩევნები 15 ნოემბერს გაიმართება. საარჩევნო უბნები გაიხსნება სამ ადგილზე. ესენია: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში (116 ნომერი აუდიტორია), აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ნაწილისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს შენობები.

შეგახსენებთ, რომ სიმულაციური არჩევნები პროექტის „პოლიტიკური პარტია“ ფარგლებში ტარდება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოხდა სიმულაციური ცესკოს ჩამოყალიბებაც.


ნანახია: 2133-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის უნივერსიტეტში დღეს სიმულაციური თამაშის ერთ-ერთი მონაწილე პარტიის ახალი თაობის ყრილობა გაიმართა. მოწვეულმა დელეგატებმა
"ახალი თაობის" წევრებმა ე.წ. პასაჟების და მდინარე რიონის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბოლო შეხვედრა გამარჯვების, უქიმერიონისა და ავტოქარხნის საარჩევნო უბანში გაიმართა.
4 -დღიანი ბანაკი დასრულებულდა და 3 სიმულაციური პარტიაც შეიქმნა.
მერმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდების ჩართვა თვითმმართველობის მართვაში აუცილებელია.
სიმულაციურ ჯგუფ საქართველოს ლიბერალური პარტიის წარმომადგენლები საფიჩხიის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს შეხვდნენ.

ამინდი