„სტუდენტური დღეები - 2015“ დაიწყო

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში „სტუდენტური დღეები -2015“ მან-სან-კანით დაიწყო. პროექტი აწსუ სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ხორციელდება და მასში 700-მდე სტუდენტია ჩართული.
„სტუდენტური დღეები -2015“-ის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული, ინტელექტუალური, კულტურული და გასართობი ღონისძიება. მათ შორის: მან-სან-კანი, ფოტო კონკურსი, ფილმების ჩვენება, მხატვართა და პოეტთა კონკურსები, ესეების კონკურსი, ვიქტორინა, წიგნების განხილვა, სუდოკუ, დებატების კონკურსი, გოგონების ფეხბურთი, ფრენბურთი, მკლავჭიდი, ნარდი, შაში, მაგიდის ჩოგბურთი, სროლა, დართსი, ბილიარდი, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა და სხვა.
„სტუდენტური დღეები - 2015“-ის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებათაგან გარკვეული ნაწილი უკვე ჩატარდა და გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ: ჭადრაკი - გიორგი დანგაძე, ანა მარდალეიშვილი; ნარდი - ლევან ლომსიანიძე; შაში - დავით ანდღულაძე; ტენისი - რევაზ ხუბულავა, ლანა გოგოხია; ბილიარდი - ირაკლი სირბილაძე; გოგონათა ფეხბურთში გაიმარჯვა გუნდმა „Angels“; მკლავჭიდის გამარჯვებულები: ლეილა ქაშიბაძე, ნათია აბჟანდაძე, ოლიკო ორჯონიკიძე, ირაკლი კვირკვინია, მირიან ჯოხაძე, ბადრი სილაძე, გიორგი კოპალიანი, ბადრი სირაძე, რევაზ თევდორაძე, ჯუმბერ გახოკიძე, მურმან საკანდელიძე, გიორგი ლობჟანიძე, ლაშა ონიანი, ბექა გელოვანი, გელა ჯიბუტი, სულხან მემანიშვილი, თენგო სილაგაძე, ნუგზარ ენდელაძე, ავთანდილ ქებულაძე, ზურა ბელაძე.
აწსუ სტუდენტურ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ „სტუდენტური დღეები - 2015“ ხელს უწყობს სტუდენტებში შემოქმედებითი უნარების განვითარებას, მოტივაციის გაზრდასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.
„სტუდენტური დღეები - 2015“-ის დასკვნითი ღონისძიება 21 ნოემბერს, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება და მასში გამარჯვებულ მონაწილეებთან ერთად „თეატრალური კვარტეტი“ მიიღებს მონაწილეობას.