Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერიის ჩინოვნიკის რჩევა მეგობარს

თარიღი : 11-11-2015, 15:42 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის" ხელმძღვანელი სულხან ქობულაძე მისი ცემის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების გაჭიანურებაზე საუბრობს. აღნიშნულთან დაკავშირებით ქობულაძემ ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. არასამთავრობოს ხელმძღვანელის თქმით, მომხდარის შემდეგ მას ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ შუამდგომელი, მერიის კულტურის განყოფილების უფროსის მოადგილე მანანა მანაგაძე მიუგზავნა.

ქობულაძის ამ განცხადებას თავის მხრივ მანაგაძემ უპასუხა, რომელმაც მომხდარი უარყო.

"გამაოცა სულხან ქობულაძის კომენტარმა. ჩვენ წლებია ერთმანეთს ვიცნობთ და ვფიქრობდი, რომ ჩვენ ურთიერთობა უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ ნაცნობობა. ვფიქრობდი, რომ მეგობრები ვიყავით. მე ადამიანურად შემაშფოთა იმის გაგებამ, რომ სულხანს შეემთხვა არასასიამოვნო ინციდენტი და როგორც კი ჩამოვედი ბაკურიანიდან, მეორე დღესვე მოვინახულე ყოფილი მეგობარი, აწ უკვე ბატონი სულხან ქობულაძე. ეს იყო ჩემი პირადი ვიზიტი მასთან და აქ არაფერ შუაშია ქალაქის მერი. ჩემთვის შეურაცხმყოფელია მისი მხრიდან იმაზედ საუბარი, რომ თითქოსდა მე ქალაქის მერმა მიმაგზავნა მასთან „საშუამავლოდ“ (და, საერთოდ, ვერ ვხვდები რა შუაშია აქ ქალაქის მერი). მე ჩვეული არ ვარ „შუამავლობებს“ და ამას ვერ ვერავინ მაკადრებს და არც მაკადრებს. მე ჩემი პრინციპები გამაჩნია და მეგობრისა და მოყვასის თანადგომა და თანაგრძნობა სწორედაც რომ მნიშვნელოვანია ჩემთვის. ასევე მნიშვნელოვანია სამართლიანობა და სამართალი, ადამიანის უფლებების დაცვა, რომლებითაც ვცხოვრობდი და ვცხოვრობ დღესაც და თუ ვინმეს მეგობრული ვიზიტი და თუნდაც მეგობრული რჩევა ერთმანეთში ერევა, ეს მისი პრობლემაა და არა ჩემი.
კატეგორიულად გამოვრიცხავ იმ ფაქტს, რომ თითქოსდა მე ქალაქის მერის დავალებით ვურჩიე სულხან ქობულაძეს საქმის გამოძიებაზე ეთქვა უარი. ეს არის სრული სიცრუე და არც თუ კარგი ჟესტი.

მინდა მივმართო მას: სულხან, მე დღესც თანაგიგრძნობ შენ და მიმაჩნია რომ უნდა ჩატარდეს ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება. მაგრამ ამისათვის სულაც არ იყო საჭირო არასწორი ინტერპრეტირება ჩემი მეგობრული ვიზიტის, თუნდაც მეგობრული რჩევების! არ არის კარგი ტონი! კარგ მთქმალს მართლაც რომ კარგი გამგონე სჭირდება!," – აცხადებს მანანა მანაგაძე.

ცნობისთვის, სულხან ქობულაძე თავის ცემაში ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დვალს ადანაშაულებს. ქობულაძის თქმით, დვალმა ის მის მიმართ გამოთქმული კრიტიკული შენიშვნების გამო სცემა.


ნანახია: 1999-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრი ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში შექმნილ მდგომარეობაში „პატრიოტების“ იმერეთის
საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრი ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში შექმნილ მდგომარეობაში „პატრიოტების“ იმერეთის
ევროპა ჩვენი სახლია"-ს დორექტორი გია გოქაძე ქუთაისში მოქმედი კიდევ ერთი არასამთავრობოს თავმჯდომარის, სულხან ქობულაძის ცემის ფაქტს
დავით დვალმა არსებულ ბრალდებებს ბრიფინგზე უპასუხა.
არასამთავრობო ორგანიზაცია 'საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის' ხელმძღვანელი სულხან ქობულაძე ქვეყანაში გუბერნატორების
ქუთაისის საკრებულოში ბრალდებებს ეხმიანებიან.

ამინდი