Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ღვთისმშობელი სათამაშო პისტოლეტით“ ნახატის ავტორი პრემიაზე წარადგინეს

თარიღი : 11-11-2015, 13:45 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისელი მხატვარი ლია უკლება კატო მიქელაძის პრემიაზე წარადგინეს. უკლებას კანდიდატურა აღნიშნულ პრემიაზე არასამთავრობო ორგანიზაცია "მიგრაციის სახლმა" დაასახელა.

ორგანიზაციაში თვლიან, რომ ლია უკლება გამორჩეული ფემინისტი ხელოვანია, რომლის ნამუშევრებიც განსაკუთრებული სიზუსტითა და სიმძაფრით წარმოაჩენენ ქალის პრობლემებს საქართველოში.

"ეს ნამუშევრები არა მხოლოდ გულგრილს არ ტოვებს მნახველს, არამედ, საჯარო სივრცეში ხშირად ქალის პრობლემებზე საუბრის შთამაგონებელიცაა. გარდა საკუთრივ ნამუშევრებისა, საინტერესოა მათი რეპრეზენტაციის ფორმებიც - ვგულისხმობთ ქალთა ფონდის დახმარებით ლია უკლებას მიერ განხორციელებულ პროექტს, გამოფენა/დისკუსიებს სამშობიაროებსა და სამედიცინო ცენტრებში და ასევე სხვა ინიციატივებს, რომელთა წამომწყები და ინიციატორი ლია უკლება გახლავთ.

შეიძლება ითქვას, ცალკე აღებულმა ლია უკლებას ,,ღვთისმშობელი სათამაშო პისტოლეტით“ ტილომ უფრო მეტად გააბრაზა პატრიარქალურობის ბურჯთაგანი - ეკლესია, ვიდრე ერთად აღებულმა ქართულმა ფემინისტურმა მოძრაობამ. გააბრაზა, რადგან ჯერჯერობით მის შერყევაზე ლაპარაკი ნაადრევია; გააბრაზა, რადგან კარგად დაანახა, რომ ყველა ტერიტორია ჯერ არ აქვთ დაპყრობილი. ასეთი მაგალითების დაჯილდოება, როგორც წახალისება, შეიძლება იყოს ბზარების გამჩენი პატრიარქალურობის მონოლითურ სხეულზე.

მისი თითოეული ნამუშევარი არის მცდელობა კივილის, რომ გაარღვიოს ბოროტი, დანაშაულებრივი მდუმარების წრე, რომელშიც ადამინები იჩაგრებიან. ეს არის ერთდროულად თანაგრძნობის მძებნელის და თანამგრძნობელის ხმა. რაც მთავარია, იგი უსამართლობის საწინააღმდეგოდ მხოლოდ არტისტული პროტესტით დაკავებული ხელოვანი არაა, უშუალოდაა ჩართული არამარტო ფემინისტურ, არამედ ზოგადად სოციალურ მოძრაობაში. არის ქუთაისში 25 ნოემბრის მოძრაობის ერთ -ერთი ორგანიზატორი; აქტიურად მონაწილეობდა 2014 წელს გაფიცული რკინიგზელების მხარდასაჭერ აქციებში; მიგრანტი ქალების შრომას ეხმაურება ინსტალაციით "დედაჩემი". არის ერთ - ერთი დამფუძნებელი სახელოსნო ,,პრაქსისის“, რომელმაც არსებობის ერთ წელიწადში მნიშვნელოვანი სოციო - კულტურული პროექტები განახორციელა; არის პოლიციის მიერ მოკლული ლევან აბზიანიძის საქმეზე დაწყებული საპროტესტო მოძრაობის აქტივისტი, ქალთა საკითხებში მრავალი საგანმანათლებლო პროექტის მონაწილე. მიგვაჩნია, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, ვგულისხმობთ "თვითმკვლელი ღვთისმშობლის" გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს, რასაც თან ახლავს ლიას მიმართ მუქარები და მისი დისკრედიტაციის საშინელი კამპანია, კატო მიქელაძის სახელობის პრემიამ შესაძლოა, გარკვეული ფარის როლიც შეასრულოს მისთვის," –ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

„კატო მიქელაძის სახელობის პრემია" ქალთა ფონდმა საქართველოში, ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დააწესა. ფონდი პრემიას ყოველწლიურად, 29 ნოემბერს გადასცემს ქალთა უფლებების დამცველ ერთ აქტივისტს საქართველოში.

კატო მიქელაძე მეოცე საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ქართველი ფემინისტი, აქტივისტი და პუბლიცისტი იყო, ქართული სუფრაჟიზმის ფუძემდებელი და თავდადებული მებრძოლი ქალთა ემანსიპაციის მისაღწევად.

კატო მიქელაძის პრემია გადაეცემა ქალთა უფლებების დამცველს, რომელიც ნომინირებული იქნება ქალთა ფონდის საგრანტო პროგრამების გრანტის მიმღებთა შორის და გამოვლენილი ქალთა ფონდის დირექტორთა და მრჩეველთა საბჭოს წევრების მიერ ხმათაუმრავლესობით.


ნანახია: 2714-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„კატო მიქელაძის სახელობის პრემია“ ქალთა ფონდმა საქართველოში, ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დააწესა.
ქუთაისის მერიისა და ჟურნალისტთა ქსელის გენდერული თანასწორობისთვის მედია ცენტრის ინიციატივით, დღეს ნინოს სახელობის #3 სკოლის
ტრენინგის მიმდინარეობისას სპონტანურად დაიგეგმა აქცია სახელწოდებით "მოსახლეობის ინფორმირებულობა ქალთა უფლებებისთვის.
თუ გსურთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გავრცელება, გთხოვთ შესაბამისი ტექსტი გამოგვიგზავნოთ
"ქალთა მიმართ ძალადობა დანაშაულია", - აღნიშნული სლოგანით მოწყობილ აქციაში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიის

ამინდი