Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ჯარი არ უნდა იყოს სასჯელი არ უნდა იყოს უპატრონოების თავშესაფარი"

თარიღი : 11-11-2015, 13:08 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქართულ ჯარში გაწვევა საპატიო უნდა იყოს, - ამის შესახებ დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა და დასძინა, რომ დღეს ქართულ ჯარში გაწვევა ადამიანის უფლებებს ეწინააღმდეგება.

,,ბავშვობიდან ვეთანხმები იმას, რომ ჯარი უნდა იყოს პროფესიული. არ უნდა იყოს გაწვევები. ჯარში ადამიანი უნდა მიდიოდეს სიხარულით და ეს უნდა იყოს მისი მოწოდება. ჯარი არ უნდა იყოს სასჯელი არ უნდა იყოს უპატრონოების თავშესაფარი. ჯარი არის საპატიო, საამაყო საქმიანობა. ასეთი შეიძლება გახდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება სათანადო დაფასება. ამას სჭირდება კანონები და პროფესიონალების მოწვევები. ეს ერთ დღეში ვერ მოხდება.

ის ხალხი ვისაც ყველაზე ძლიერი არმია ჰყავს, სწორედ ისე იქცევა როგორც ჩვენ ვთავაზობთ ახლა საზოგადოებას. რაც შეეხება გაწვეულ ჯარს, ჩვენს მეზობლად ერთ-ორ ქვეყანას გაწვეული ჯარი ჰყავს და ერთ-ორს პროფესიული. არ მინდა ვთქვა ვის რა და როგორი უპირატესობა აქვს. მე ადამიანის უფლებების ნაწილიდან ვსაუბრობ. გაწვევა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს, იმიტომ, რომ მე შეიძლება არ ვარ შინაგანად მეომარი და შეიძლება რელიგია მიკრძალავს ამას. ამ დროს ვიღაცა შეიძლება ვაჟკაცია მოწოდებით. მე რომ ახალგაზრდა კაცი ვიყო და თავი მომწონდეს, შეიძლება ქართულ ჯარში სამსახური მიღირდეს იმად, რომ გოგონების აღფრთოვანებული მზერები დავიჭირო. ქარველი ოფიცერი და სამხედრო უნდა იყოს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაფასებული ადამიანი", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა ჟურნალისტებათან საუბრისას.

პარლამენტში იურიდიულმა კომიტეტმა, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა დეპუტატ ზურაბ ჯაფარიძის ინიციატიას, რომლის მიხედვით საყოველთაო სამხედრო სამსახური უნდა გაუქმდეს.


ნანახია: 2355-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გა­ე­რო-ს სურ­სა­თი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ ახა­ლი წლის დღე­ებ­ში
ჯარში გაწვევიდან თავისუფლდებიან. სტუდენტები, დედისერთები, ორშვილიანები
მმართველი გუნდის წევრის თქმით, პარლამენტი აუცილებლად დედაქალაქში უნდა იყოს.

ამინდი