ქუთაისის მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლე კონკურსებს აცხადებს

ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე შემოქმედ მოსწავლეთა გამოსავლენად კონკურსს აცხადებს. კონკურსი 2015 წლის 5 დეკემბერს გაიმართება. მის მიზანს ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა და მათი შემოქმედების პოპულარიზაცია წარმოადგენს.
კონკურსი ერთ ტურად ჩატარდება. კონკურსანტებს შეერჩევათ თემატიკა (სამი დალუქული პაკეტიდან ერთ-ერთი). ადგილზე დაურიგდებათ სასახლის შტამპიანი თაბახის ფურცელი და 3(სამი) საათის განმავლობაში უნდა შექმნან ორიგინალური ნაწარმოები (ლექსი არანაკლებ ორი სტრიქონისა, მოთხრობა ან ჩანახატი არანაკლებ ერთი თაბახისა).
მეორე კონკურსი, რომელიც ასევე მიმდინარე წლის 5 დეკემბერს მომსწავლე–ახალგაზრდობის სასახლეში ჩატარდება, ქართული ენის მოყვარულთა კალიგრაფიის საქალაქო კონკურსია. კონკურსის მიზანს მოსწავლეთა წერის კულტურის გაუმჯობესება და მათში მშობლიური ენის სიყვარულის გაღვივება წარმოადგენს. კონკურსანტებს ადგილზე დაურიგდებათ სასახლის შტამპიანი თაბახის ფურცელი და 1საათის განმავლობაში უნდა გადაიტანონ ფურცელზე მითითებული ტექსტი (საწერი საშუალებები შეუზღუდავია).
კონკურსების შედეგად გამარვებული მოსწავლეები სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.
ცნობისთვის, ქუთაისის მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლე ააიპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალს წარმოადგენს. სასახლეში სწავლა 32 მიმართულებაზე უფასოდ ხორციელდება.