Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა წერილი დატოვა ხარაგაულში ჩამომხრჩვალმა 11 წლის მოზარდმა?

თარიღი : 11-11-2015, 01:16 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 10 ნოემბერს ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი დანაშაულის განხილვა დაიწყო. საქმე ეხება მიმდინარე წლის ივლისში, ხარაგაულის რაიონში, სოფელ ხუნევში მომხდარ ტრაგედიას. გამოძიების ინფორმაციით, 20 წლის რეზო ლომიძემ 11 წლის მეზობელი ბიჭი გააუპატიურა და თვითმკვლელობამდე მიიყვანა. თუმცა გარდაცვლილის დედა აცხადებს, რომ ბიჭუნამ თავი კი არ ჩამოიხრჩო, მოკლეს.

"მე ხელთ მაქვს მტკიცებულება, რომელზეც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ უკვე დაწერა დასკვნა და სწორედ ამის საფუძველზე დაინიშნა პროცესი. წერილი ვნახეთ, სადაც ბავშვი ყველაფერს წერს. ექსპერტიზამ განაცხადა, რომ ნამდვილად ჩემს შვილს ეკუთვნის წერილი, რომელიც სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე დაწერა," - აცხადებს ნესტან ტალახაძე.

გამოძიების ინფორმაციით, მოზარდი საკუთარი სახლის გვერდით, ჩამომხრჩვალი იპოვნეს. ის ჯერ კიდევ ცოცხალი გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მეორე დღეს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

ბრალდებულის ოჯახი ფაქტის გახმაურებისთანავე სოფლიდან გაიხიზნა. მომხდარით შეძრულმა მოსახლეობამ და ჭირისუფალმა დამნაშავის სახლ-კარი გადაწვეს. ხალხი დამნაშავის ლინჩის წესით დასჯას მოითხოვდა.

თავდაპირველად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებულმა დანაშაული აღიარა, მეტიც, თითქოს თქვა, რომ მოზარდმა თავი კი არ ჩამოიხრჩო, მან მოკლა, მაგრამ როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები აცხადებენ, მოგვიანებით ადვოკატმა მოძალადე დაარწმუნა, რომ ჩვენება შეეცვალა. რეზო ლომიძის ადვოკატის ნათია ჩხეტიანის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დანაშაული არ ჩაუდენია და საქმეში ერთი მტკიცებულებაც არ არსებობს ბრალდებულის წინააღმდეგო.

არადა, საწინააღმდეგოს მეტყველებს საქმეში ახლახან გამოჩენილი წერილი.

ნესტან ტალახაძე: "წერილს მოულოდნელად წავაწყდი. ახალხან. ჩემი ერთ-ერთი შვილი ფეხსაცმლის ზონრებს ეძებდა. როდესაც ვრეცხავ ხოლმე, ერთ ადგილზე ვინახავ მათ, მაგრამ ზოგჯერ ისეც ხდება, რომ დამშრალი სარეცხის აღების დროს ჯიბეში ვიდებ ზონრებს. ამიტომაც კარადაში, ფერადოვნების გამო რომ აღარ ვიცმევ, ის ტანსაცმლიც მოვჩხრიკე და ერთ-ერთი ხალათის ჯიბეში ქაღალდი მომხვდა ხელთ, ვიფიქრე, ალბათ ფული შევინახე და არ მახსოვს-მეთქი. ამოვიღე, დაჭმუჭნული ქაღალდი იყო, აი, ისე, ბურთივით რომ დაამრგვალებ გადასაგდებად. კიდევ კარგი, რომ მაშინვე არ გადავაგდე, გაუშლელად. წავიკითხე და თითქოს თავიდან მოხდა ყველაფერი. ჩემი საბრალო ბიჭი მათემატიკის რვეულის ნაგლეჯზე წერდა: " დედა, ძალიან მინდა ჩემი გასაჭირი გითხრა. მეშინია, ვერ გეტყვი. თუ რამე მომივა, ჩემზე არაფერი იფიქრო. მემუქრება რეზო მოკვლით, უნდა მოგკლა... შენ ვენახში წახვედი, ის სახლში შემოვიდა. გამაღვიძა და მითხრა ტყეში წამოდიო. არ წავყევი, შემეშინდა, გავაღვიძე სუყველა (და-ძმები), რომ თავი გადამერჩინა. მთელი ღამე ჩვენთან ყოფილა." მე არაფერი ვიცოდი, მაგრამ ეტყობა დედის გული არ მაძლევდა მოსვენებას. იმ ღამეს არ მძინებია. ძაღლი გამუდმებით ყეფდა, მაშინ, როდესაც ხმას არ იღებდა ღამ-ღამობით. ძაღლის რეაქციებიდან გამომდინარე ვვარაუდობ, რომ ორჯერ შემოსვლაც სცადა, მაგრამ

შეეშინდა, იფიქრა, დავინახავდით და გაბრუნდა. მთელი ღამე გვდარაჯობდა, თუ ბავშვი საპირფარეშოსთვის გარეთ გავიდოდა, ალბათ მაშინ უპირებდა მოკვლას. გამოუძინებელი ავდექი უთენია. დილით, ექვს 15 წუთი აკლდა, ვენახში რომ წავედი სამუშაოდ. მაშინვე შესულა სახლში. თუ მართლაც არ გვდარაჯობდა, საიდან იცოდა, ისე ადრე, რომ გავედი სახლიდან?

ახლა სასამართლო პროცესზე მოსამართლის იმედი მაქვს. უარესი დამამძიმებელი გარემოება, უარესი მტკიცებულება რაღა უნდათ? ბავშვმა წერილობით დატოვა ინფორმაცია იმ სისასტიკის შესახებ, რაც მას დამართა დაკავებულმა.

არ მომწონს პროკურორის და გამოძიების დამოკიდებულება, როდესაც ვითხოვე გამოძიების მასალები, კერძოდ, იმ ნაძირალას ჩვენება წამაკითხეთ-მეთქი, მიპასუხეს, რად გინდა, ხომ იცი რაც მოხდაო. მე ვიცი, რომ მოხდა ტრაგედია, შვილი მომიკლეს, საშინელი სიკვდილით. ვიცი ის, რომ მისი ადვოკატი ურცხვად გაიძახის დანაშაულის მტკიცებულება არ არსებობსო. არარაობამ, რომელსაც ის იცავს, დასაწყისშივე აღიარა დანაშაული და მერე გადათქვა.
მოვითხოვ არამხოლოდ დამნაშავის დასჯას, არამედ იმასაც, რომ მისი ოჯახი არასოდეს დაბრუნდეს სოფელში. მთელი სოფელი დამიდგა გვერდით ათიოდე ადამიანის გამოკლებით. ძირითადად არაკაცის მეზობლები, ალბათ ის ხალხი, ვისთვისაც სხვისი ჭირი ღობეს ჩხირია. ღმერთის წინაშე როგორ უნდა იმართლო თავი, ასეთ ოჯახს, რომ გვერდით დაუდგები და ჩემი ნატანჯი შვილის სულის წინაშე არ შეგრცხვება?! ბავშვს უამრავ მოტეხილობასთან ერთად, ხერხემალიც დაზიანებული ჰქონდა. ექიმმა მითხრა, ბავშვი თვითონ ვერ მიიყენებდა ასეთ დაზიანებებსო... ასეთი დასკვნა უნდა იდოს გამოძიების საქმეში, თუმცა, მე როგორც ვთქვი, არ მინახავს, უფრო სწორად, არ მანახეს."

ნესტან ტალახაძეს ოთხი შვილი ჰყავდა. უფროსი, რომელიც დაიღუპა, 11 წლის იყო, მისი ჯერ კიდევ სიკვდილთან მებრძოლი სხეული თოკიდან უმცროსმა, 9, 7 და 5 წლის და-ძმამ ჩამოხსნეს. ბავშვებისთვის 23 ივნისი ჯოჯოხეთურ დღედ იქცა, რომელიც მათი ცნობიერებიდან არ ამოდის.

ცნობისთვის, დამნაშავის და გარდაცვლილის სახლებს ერთმანეთისგან სულ რაღაც, 100 მეტრი აშორებთ. მათი მამები კლასელები არიან. დანაშაულში ეჭვმიტანილი სხვებთან ერთად ელოდებოდა საავადმყოფოს ეზოში, რას იტყოდნენ ექიმები. ბავშვი რომ გარდაიცვალა, არც მერე უცდია დამალვა. რომ უნდა მიესვენებინათ სახლში, ოთახის დაცლაშიც ეხმარებოდა.

kvirispalitra.ge


ნანახია: 2074-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბოლო დროს მომხდარი საზარელი ფაქტებით საზოგადოება შეძრულია.
როგორც გარდაცვლილის მამა აცხადებს, მისი შვილი ძალადობის მსხვერპლი იყო.
'მეუღლეს, რომელიც უზომოდ მიყვარდა, 14 წლის წინ ეჭვიანობის გამო დავშორდი. ერთ დღეს გამოვუცხადე, სამუდამოდ მივდივარ-მეთქი და წავედი
ოჯახს ეჭვი აქვს, რომ გოგონა გააუპატირეს, რაც ოჯახში ვერ გაამხილა და თავი ჩამოიხრჩო.
გარდაცვლლილი გოგონა თვითმკველობამდე ერთი დღით ადრე მეზობლებმა სასაფლაოზე ნახეს, სადაც ის უცნობ პიროვნებას ტელეფონით ესაუბრებოდა
მარი გოლეთიანი 2016 წლის 8 ნოემბერს გავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნებულა. ერთადერთი შვილის გაუჩინარების შემდეგ ოჯახი უმძიმეს

ამინდი