ხარაგაულში სოციალურად დაუცველ ოჯახს მზის ენერგიაზე მომუშავე წყლის გამაცხელებელს უმონტაჟებენ
თარიღი : 11-11-2015, 00:42 | კატეგორია: ახალი ამბები

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრების" ინიციატივითა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დაბის ადმინისტრაციული ერთეულის რეკომენდაციით, ხარაგაულში სადემონსტრაციო პროექტის განხორციელება მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, დაბაში მცხოვრებ მარტოხელა, სოციალურად დაუცველ ნათია შავიძის ოჯახში მზის ენერგიით მარტივი წყლის გამათბობელი სისტემის დამონტაჟება ხდება.
დღეისათვის მზის კოლექტორები ფართოდ გამოიყენება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მზის წყლის გამაცხელებელი მუშაობს ელექტროენერგიის წყაროს გარეშე და შესაძლებელია მივიღოთ 140 ლიტრი ცხელი წყალი.
დღეისათვის მზის კოლექტორები ფართოდ გამოიყენება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მზის წყლის გამაცხელებელი მუშაობს ელექტროენერგიის წყაროს გარეშე და შესაძლებელია მივიღოთ 140 ლიტრი ცხელი წყალი.