ქუთაისის საკალათბურთო კლუბ „ქუთაისი 2010“-ში ამერიკელი კალათბურთელი თრეი ბრაიტონი ითამაშებს
თარიღი : 10-11-2015, 21:54 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის საკალათბურთო კლუბ „ქუთაისი 2010“-ს ახალწვეული ჰყავს. დღეიდან კლუბში ამერიკელი კალათბურთელი თრეი ბრაიტონი ითამაშებს.26 წლის ფორვარდის სიმაღლე 202 სმ-ია.
"ბრაიტონი საკმაოდ გამოცდილი კალათბურთელია. ამერიკაში, საუნივერსიტეტო ლიგაში გამოსვლების შემდეგ ევროპას მიაშურა და საკმაოდ წარმატებით თამაშობდა სხვადასხვა დონის კლუბებში, კერძოდ, ფინურ „აანეკოსკი“-ში, იაპონურ „გუნმა“-ში, კვიპროსულ „ომონიაში“ და ბოლოს ფრანგულ „ქუიმპერ“-ში. იმედს ვიქონიებთ, რომ თრეი ბრაიტონი თავის წვლილს შეიტანს ჩვენი გუნდის მიერ სეზონში დასახული მიზნების მიღწევაში,"- აცხადებენ საკალათბურთო კლუბ „ქუთაისი 2010“-ში.