ქუთაისში იშვიათი და უნიკალური გამოცემების ახალი კოლექციის პრეზენტაცია გაიმართა
თარიღი : 10-11-2015, 19:41 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკითხველო დარბაზში აწსუ სამეცნიერო ბიბლიოთეკის იშვიათ და უნიკალურ გამოცემათა ახალი კოლექციის პრეზენტაცია და გამოფენა გაიმართა. ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილი საერთაშორისო სამეცნიერო ფესტივალის ფარგლებში შედგა.
ღონისძიება აწსუ-ს რექტორის მოადგილემ შალვა კირთაძემ გახსნა და მოკლედ ისაუბრა უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკის უმდიდრესი წიგნადი ფონდის შესახებ. პრეზენტაციას ესწრებოდნენ პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
"იშვიათ და უნიკალურ გამოცემათა ახალ კოლექციაში ძირითადად შედის ის გამოცემები, რომელთა უმეტესობა ქუთაისშია დაბეჭდილი. კოლექციაში ასევე შედის უძველესი საეკლესიო ლიტერატურა, რომელიც 1500-1600 წლებით თარიღდება. უნიკალური გამოცემების კოლექციას მიეკუთვნება უძველესი ლიტერატურული ნაწარმოებები, ჟურნალები, სკოლაში შესასწავლი ქართველი მწერლები და სახალხო პოეზია," - განაცხადა სასწავლებლის სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი ჭიჭინაძემ.
ღონისძიების დასასრულს, აწსუ სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორმა სტუმრებს იშვიათი და უნიკალური გამოცემების ახალი კოლექცია დაათვალიერებინა.