გიორგი მარგველაშვილის დასახვედრად ზესტაფონელი მეოცნებეები ემზადებიან
თარიღი : 6-10-2013, 17:18 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

ზესტაფონში "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის წინასაარჩევნო ბროშურები დაარიგეს. კოალიცია "ქართული ოცნების" ახალგაზრდულმა ფრთამ და მუნიციპალიტეტის რაიონული ორგანიზაციის წევრებმა ზესტაფონელებს ქალაქის ცენტრალურ მოედანზე 13 ოქტომბერს გიორგი მარგველაშვილის მხარდასაჭერად მისვლა სთხოვეს. "ქართული ოცნების" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის დავით მაღრაძის თქმით, ის დარწმუნებულია რომ ზესტაფონის აბსოლუტური უმრავლესობა 13-ში პრეზიდენტობის კანდიდატთან შესახვედრად გამოვა და მარგველაშვილისგან იმ პრიორიტეტებს მოისმენს, რომელსაც ის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში მოსახლეობას შეუსრულებს. "დარწმუნებული ვარ, 27-ში ზესტაფონის მოსახლეობა არჩევანს გიორგი მარგველაშვილზე შეაჩერებს, რადგან ეს ღირსეული პიროვნებაა და ქვეყნის გაძლიერება სურს", - განაცხადა მაღრაძემ.
ცნობისთვის 13 ოქტომბერს ზესტაფონის გარდა, გიორგი მარგველაშვილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან ერთად საკუთარ მხარდამჭერებს ქუთაისშიც შეხვდება.
ცნობისთვის 13 ოქტომბერს ზესტაფონის გარდა, გიორგი მარგველაშვილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან ერთად საკუთარ მხარდამჭერებს ქუთაისშიც შეხვდება.