c ჰეპატიტისა და აივ ინფექციის უფასო გამოკვლევები გრძელდება
თარიღი : 10-11-2015, 12:33 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

მიმდინარე წლის 9 ნოემბრიდან C ჰეპატიტისა და აივ ინფექციის უფასო სკრინინგისთვის ქვეყნის მასშტაბით ქალაქებში მობილური ამბულატორიები გადაადგილდება, რომლებიც სკრინინგს ადგილზევე განახორციელებენ. მათი მუშაობის გრაფიკი ეტაპობრივად გამოქვეყნდება. გარდა ამისა, C ჰეპატიტისა და აივ ინფექციის უფასო სკრინინგის მომსახურების მიღება მოქალაქეებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რაიონულ ლაბორატორიებში შეუძლიათ. ქუთაისსა და იმერეთის რეგიონში მაცხოვრებლებს შეუძლიათ მიაკითხონ ქუთაისის ზონალურ ლაბორატორიას შემდეგ მისამართზე: ქუთაისი ოცხელის ქ. N2; ტელ.: 0431 220518; 0431 220539).