Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ტორპედო"-ს მთავარი მწვრთნელი: ჩვენმა მეტოქემ დაიმსახურა ეს მოგება

თარიღი : 10-11-2015, 11:30 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ბოლნისში, ადგილობრივ ”სიონთან” ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედო"-ს მიერ განცდილ მარცხს გუნდის მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ შტელინი აფასებს.

" ჩვენ კარგად გვქონდა მოწინააღმდეგე შესწავლილი, პრინციპში შევარჩიეთ საკმაოდ კორექტული სტრატეგია, წინააღმდეგობა გაგვეწია მათი ძლიერი მხარეებისთვის და გამოგვეყენებინა სუსტი მხარეები. პირველ ტაიმში შევძელით ჩვენი სტრატეგიის რეალიზება და შედეგად ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით. ჩვენ თამაში გამოირჩეოდა შეტევების მრავალფეროვნებით, ბურთის კონტროლით. თამაშის რიტმის მართვით, პრინციპში ჩვენ გვქონდა უპირატესობა.

მეორე ტაიმში მინდორი ტრავმის გამო დატოვა კაპანაძემ, რომელმაც მუხლი არასწორი მოძრაობის შედეგად დაიზიანა. მისი გამოცვლის შემდეგ ჩვენი თამაში შესუსტდა, ვეღარ ვახერხებდით მოწინააღმდეგის დაცვის ნეიტრალიზებას. ამის გამო მივიღეთ ისეთი გოლები, რომლებიც არ უნდა გაგვეშვა. ტაიმის შუაგულში გუნდმა დაკარგა თვითრწმენა. ამის მიუხედავად, ჩვენ მაინც შევძელით მეორე გოლის გატანა. რომ არა მსაჯების მოქმედების ზოგიერთი ფაქტორი, ჩვენ მეტის გატანაც შეგვეძლო. პრინციპში, იმის ნაცვლად, რომ ”სიონისთვის” იქეთ გაგვეტანა, მივიღეთ საკუთარ კარში დანიშნული პენალტი, შემდეგ სწრაფი საგოლე კონტრშეტევები. საბოლოოდ, ჩვენმა მეტოქემ დაიმსახურა ეს მოგება, თუმცა არა ამხელა ანგარიშით. მოწინააღმდეგე საკმაოდ ძლიერი გუნდია, კარგად ორგანიზებული თამაშით, აშკარაა ფეხბურთელები საკმაოდ განათლებულები არიან და აქ მწვრთნელის ხელიც იგრძნობა. მათ ბევრად უფრო ძლიერ გუნდებთანაც აქვთ მონაგები," - ამბობს ალექსანდრ შტელინი.



ნანახია: 1496-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პირველი ტაიმი ფრედ, ნულით-ნული დასრულდა, თუმცა მეორე ტაიმში "დინამოს" ფეხბურთელმა მეტოქის კარში გაიტანა გოლი.
უკრაინელი მწვრთნელი ქუთაისში უახლოეს დღეებში ჩამოვა.
„ჩანს, მავან ხალხს ქუთაისური ფეხბურთის დანგრევა უნდა,“ - ამგვარად აფასებს ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი რევაზ ძოძუაშვილი
"ტორპედო" 8 ქულით მეათე პოზიციას იკავებს ცხრილიში.
,,ბაგრატი“ სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.
ქალაქის ხელმძღვანელობამ კლუბში საკადრო ცვლილების გატარების გადაწყვეტილება ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში, ქუთაისის ”ტორპედოს”