Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ტორპედო"-ს ირგვლივ შექმნილი ვითარება კატასტროფის პირას არის მისული"

თარიღი : 10-11-2015, 02:50 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის "ტორპედო"-ს მიერ ბოლნისის "სიონთან" განცდილი მარცხის შემდეგ, "ტორპედო"-ს ქომაგთა კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს. განცხადების მიხედვით, ქუთაისს საფეხბურთო გუნდი მხოლოდ სახელად ჰყავს, ხოლო ქალაქის მერიიდან გუნდის დაფინანსების მიზნით გაღებული თანხები გაურკვეველი მიმართულებით იხარჯება.

"ქუთაისის "ტორპედო"-ს ირგვლივ შექმნილი ვითარება არის კატასტროფის პირას მისული. ჩვენ, ქომაგთა კლუბი "ჯუნგლები" ყოველთვის ვიდექით "ტორპედო"-ს და ჩვენი ქალაქის სადარაჯოზე. არაერთი დიდი გამოწვევის წინაშე დავმდგარვათ, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ამჯერად სიტუაცია იმაზე რთულია, ვიდრე გარედან ჩანს. რიგი ფაქტორების გათვალისწინებით, სიტუაციის გამოსწორების შანსები მხოლოდ მინიმალურია, თუმცა ჩვენის მხრივ პირობას ვდებთ, ყველა ღონეს ვიხმართ რომ ქუთაისის "ტორპედო" ამ ურთულესი მდგომარეობიდან ვიხსნათ.

გუნდი გუნდს არ ჰგავს, ლოგო -ლოგოს, ბავშვთა სკოლა - ბავშვთა სკოლას. არადა ის დიდი თანხები ქუთაისის მერიდან ვის ჯიბეში მიდის გაურკვეველი რჩება. პირველ რიგში ვითხოვთ ქუთაისის საკრებულოდან პასუხს, მათ მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი რა მიზნებს ემსახურება?! სამწუხაროა, რომ ქუთაისის ტ"ორპედო"-ს ვეტერანები ხმას არ იღებენ ამ უსამართლობებზე. არადა ჩვენი ისტორია ხომ მათი ოფლით არის შექმნილი. სამწუხაროა, რომ ფეხბურთის ფედერაციაში ცვლილებებმა არანაირი შედეგი არ გამოიღო. ისინი მხოლოდ მაყურებლის როლში არიან და ბიუჯეტის მუქთახორებს სიმშვიდით შესცქერიან.

ჩვენი არაერთი პროტესტის შემდეგ, ქომაგთა კლუბ "ჯუნგლებზე" არაერთი მუქარა განხორციელდა. ჩვენს რომელიმე წევრს ამ უთანასწორო ბრძოლაში რომ რამე დაუშავდეს, წინასწარვე ვიცით ვინც აგებს პასუხს! იცოდეთ, არასდროს მივატოვებთ ჩვენს დიდ სიყვარულს, რომელსაც "ტორპედო" ჰქვია!,"-ნათქვამია განცხადებაში.


ნანახია: 1690-ჯერ

მსგავსი სიახლეები
განცხადებაში, რომელიც საფეხბურთო კლუბის გულშემატკივრებმა საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს გამოუგზავნა, ნათქვამია, რომ
15 ოქტომბერს ქუთაისის 'ტორპედო'-სა და თბილისის 'ლოკომოტივს' შორის მორიგი მატჩი, 19:00 საათზე, 'ტორპედო'-ს მოედანზე გაიმართება.
"ჩემპიონობის დროა, ჩვენ გვჯერა", - ამგვარი სლოგანით ამხნევებდნენ "ტორპედო"-ს ფეხბურთელებს ქომაგთა კლუბის "ჯუნგლების" წევრები.

ამინდი