მომავალი წლის სექტემბერში ჭიათურას ახალი საბაგიროები ექნება

ჭიათურის მუნიციპალიტეტში სამუშაო ვიზიტით საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი, მოადგილე ეკა სეფაშვილი და პარლამენტარი ანი მიროტაძე იმყოფებოდნენ. გამართულ შეხვედრაზე მინისტრის მოადგილეებმა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან მახათაძემ ჭიათურაში ახალი საბაგიროების მშენებლობის პროექტსა და წყალმომარაგების კუთხით მომავალში განსახორციელებელ სამუშაოებზე იმსჯელეს.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, ჭიათურაში ახალი საბაგიროების მშენებლობის საკითხი უკვე დადებითადაა გადაწყვეტილი და მის განხორციელებას მომავალში ხელი აღარ შეეშლება. ილია დარჩიაშვილის თქმით, უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ტენდერი ცენტრალური საბაგიროს შენობა ნაგებობის დემონტაჟთან დაკავშირებით. ხოლო მომავალი წლის სექტემბერში ჭიათურას ახალი, თანამედროვე ევროპული სტანდარტის საბაგიროები ექნება.
რაც შეეხება წყლის თემას, "ინფრასტრუქტურის სამინისტროს აქვს კონკრეტული პროექტი, რაც ჭიათურის წყალმომარაგების პრობლემას სრულად გადაჭრის, თუმცა პროექტის განხორციელების ვადები ჯერ გაწერილი არ არის. მანამდე კი სამინისტრო განახორციელებს ინვესტირებას, რათა არსებული ვითარება გაუმჯობესდეს," - აღნიშნა რეგიონალური განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ.
ვიზიტის ფარგლებში ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და ჩამოსულმა სტუმრებმა არსებული საბაგირო გზები დაათვალიერეს.