"ქართული საგალობლები", -საჩხერეში ტრადიციული ფესტივალი ტარდება

საჩხერეში ფესტივალი „ქართული საგალობლები“ გაიხსნა. საჩხერის კულტურის ცენტრის დარბაზში დღეს 13 ფოლკლორული ანსამბლი წარსდგა. ქართული საგალობლები ფესტივალში მონაწილე წალკის, ზუგდიდის, ზესტაფონის, თბილისის, თერჯოლის ფოლკლორულმა ანსამბლებმა შეასრულეს. მომღერლებს დედაქალაქიდან საგანგებოდ მოწვეული ფოლკლორისტებისა და ეთნომუსიკოსების ჯგუფი აფასებდა. ფესტივალი „ქართული საგალობლები“ ლია ვეშაპიძემ დაარსა. საჩხერეში უკვე მეხუთედ ტარდება და წელს ის აკაკის საიუბილეო თარიღს ეძღვნება. ფესტივალის დასკვნითი ნაწილი ხვალ, საჩხერის კულტურის ცენტრის დარბაზში, 14:00 საათზე გაიმართება.