მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ქუთაისელი მეტალურგების მოთხოვნები დააკმაყოფილა

მეტალურგიული ქარხანა "ჰერკულესი"-ს თანამშრომლებმა საწარმოს ადმინისტრაციას სასამართლო დავა მოუგეს.
მიმდინარე წლის 7 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. გადაწყვეტილების თანახმად, მოსარჩელეთა სასარჩელო მოთხოვნები სრულად დაკმაყოფილდა. კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ მეტალურგიულ ქარხანას თანამშრომელთა გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, 20 თვის განაცდურის ანაზღაურება, 2 თვის კომპესაციის გადახდა და ყოველ ვადაგადაცილბულ დღეზე ასაღები თანხის 0,07%-ის ოდენობით საჯარიმო კომპენსაციის ანაზღაურება დაავალა.
"ვისაც ახსოვს ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა ჰერკულესის 2011 წლის გაფიცვა, ისიც ემახსოვრება, რომ მაშინ პროფკავშირული ორგანიზაციის სამი ლიდერი, ირაკლი იობიძე, მალხაზ გოგიავა და ემელიანე გუმბერიძე ჯერ სამსახურიდან უკანონოდ გაანთავისუფლეს, ხოლო შემდეგ კი დააპატიმრეს და შეკერილი ბრალდებების საფუძველზე, 10-10 დღით საპატიმროშიც გამოკეტეს. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ მაშინვე წამოიწყო სასამართლო დავა ლიდერების სამართლებრივი ინტერესების დასაცავად და სამივე ინსტანციის გავლის შემდეგ ეს დავა მოსარჩელეთა მოთხოვნების სრული დაკმაყოფილებით დასრულდა, ანუ ისინი სამუშაოზეც აღადგინეს, განაცდურიც გადაუხადეს 3-3 წლის ხელფასის ოდენობით და საჯარიმო კომპენსაცია ყოველ ვადაგადაცილბულ დღეზე ასაღები თანხის 0,07%-ის ოდენობით. სამუშაოზე აღდგენიდან ერთ კვირაში, კომპანიის ხელმძღვანელმა პაატა ჩხენკელმა ეს ადამიანები ისევ გაანთავისუფლა სამუშაოდან, რასაც კვლავ მოჰყვა სასამართლო დავა და რაც ჩვენი გამარჯვებით დასრულდა," - აცხადებენ მეტალურგთა პროფკავშირში.