ქუთაისის მაჟორიტარობას ომარ ნიშნიანიძე შეეცდება

2016 წლის არჩევნებზე ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის სტატუსის მოსაპოვებლად საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე იბრძოლებს. როგორც ნიშნიანიძე Topnews.com.ge-სთან საუბარში აცხადებს, თუ არჩევნები იმ სისტემით ჩატარდება, რომლითაც "ქართული ოცნება" გეგმავს, ქუთაისს სამი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება.
"ეს სისტემა მაჟორიტართა რაოდენობას მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე განსაზღვრავს. ამიტომ ქუთაისს მინიმუმ სამი მაჟორიტარი ეყოლება. არაოფიციალურად ვასრულებ მაჟორიტარი დეპუტატის ფუნქციას. ჩემთან თუ ვინმე მოსულა, უყურადღებოდ არ დამიტოვებია. თუ მე ვიქნები მაჟორიტარი, ქუთაისს ამით წაადგება, მაგრამ თუ არ ვიქნები, არც ეს იქნება დიდი პრობლემა," - ამბობს ომარ ნიშნიანიძე.