ზესტაფონის გამგეობა ფოტომოყვარულთათვის კონკურსს აცხადებს
თარიღი : 9-11-2015, 13:02 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ზესტაფონის გამგეობა აწყობს ფოტომოყვარულთა ნამუშევრების გამოფენა – კონკურსს.
გამოფენაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 28 წლამდე ასაკის ნებისმიერ ფოტომოყვარულს.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა საკონკურსო ფოტო – ნამუშევარი (არა უმეტეს სამისა 15X20)უნდა წარადგინონ მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურში მიმდინარე წლის 15 ნოემბრამდე.
კონკურსში გამარჯვებულს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული ნამუშევრების ავტორები დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებითა და სიგელებით.
გამოფენა – კონკურსი ჩატარდება 2015 წლის 18 ნოემბერს 15 : 00 საათზე. კონკურსის მიზანია მოყვარული ფოტოგრაფების გამოვლენა და მათი საქმიანობის სტიმულირება, ფოტოგრაფიის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში.