ქუთაისის მერმა საერთაშორის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები და მასწავლებლები დააჯილდოვა

ქუთაისის მერი შოთა მურღულია ქალაქის მერიის თეთრ დარბაზში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო კონკურს-ფესტივალის-"ვარსკვლავები ტენერიფზე" გამარჯვებულ მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს შეხვდა. მერმა მოსწავლეები და მასწავლებლები სიგელებით დააჯილდოვა. გარდა ამისა, შოთა მურღულიამ პედაგოგებისათვის მოზარდი თაობის აღზრდის საქმეში შეტანილი წვლილისათვის მათთვის პრემიის გამოწერის განკარგულება გასცა.
საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი "ვარსკვლავები ტენერიფზე"მიმდინარე წლის 27 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე მიმდინარეობდა. ფესტივალში ქუთაისიდან ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის და ფალიაშვილის სახელობის #2 სამუსიკო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
"ჩვენ მოხარულები ვართ, რომ შედეგიანი გამოდგა იმ ხარჯების გაღება, რომელიც ადგილობრივმა ბიუჯეტმა გაიღო. ჩვენ ყოველთვის მაქსიმალურად დავეხმარებით მოსწავლეების წარმატების მიღწევაში," - განაცხადა შოთა მურღულიამ.