"მე რომ ქუთაისის მერი ვიყო," -ლევან ჭანჭალეიშვილი
თარიღი : 9-11-2015, 00:24 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge გთავაზობთ რუბრიკას სახელწოდებით: "მე რომ ქუთაისის მერი ვიყო". აღნიშნულ რუბრიკაში მონაწილეობას სხვადასხვა პროფესიის ადამიანები იღებენ, რომლებიც ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით საკუთარ ხედვებს და გეგმებს გაგვაცნობენ. რუბრიკის მორიგი "ვიზეარი მოგზაურთა კლუბის" დამფუძნებელი ლევან ჭანჭალეიშვილია.
"მე რომ ქუთაისის მერი ვიყო, ყველაფერს გავაკეთებედი ქუთაისთან დაკავშირებული ყველა ლეგენდის გაცოცხლებისთვის. 2011-2012 წლებში შექმნილ „არგონავტების ბაღის“ პროექტს გადავახალისებდი და ახალ სიცოცხლეს ჩავბერავდი. ბოტანიკური ბაღსა და მის უკან მდებარე ტერიტორიას, საერთო ჯამში 10 ჰექტარამდე სივრცეს 4000 წლით წინა პერიოდის მიხედვით მოვაწყობდი .რეაბილიტაციას გავუკეთებდი პეტრე იბერის და რუას ქუჩებს. ბოტანიკური ბაღის უკან , სივრცეს გავამწვანებდი და რა თქმა უნდა მეფე აიეტის უზარმაზარ სასახლეს წამოვჭიმავდი - შიგნით განთავსებული მუზეუმებით (არგონავტების თემაზე). ამ ტერიტორიის უკან არსებულ ხელოვნურ ტბაში ტურისტებს არგოთი მგზავრობის საშუალება ექნებოდათ. ტბა ისედაც არსებობს ჰესის გამო, არგოს ზუსტი ასლის დამზადება კიდევ არც ისე რთულია, ბოლო ბოლო ტიმ სევერიანმა შეძლო 30 წლის წინ.
სპეციალურად ტურისტებისთვის იასონის დავალება გაცოცხლდებოდა თეატრალურად (გახსოვთ ალბათ მას უღელში უნდა შეება ჰეფესტოს მიერ გამოჭედილი სპილენძის ცეცხლისმფრქვეველი ხარები და არესის ოთხი დღიური ხოდაბუნისაკენ გაერეკა, ხოდაბუნი სწრაფად მოეხნა და გველეშაპის კბილები დაეთესა. შემდეგ იქიდან ამოსული იარაღასხმული მეომრები დაემარცხებინა და ეს ყველაფერი ერთ დღეშიუნდა მოესწრო). მშვენიერი სანახაობა გამოვიდოდა, თან მსახიობებსაც შემოსავალი გაუჩნდეობდათ. ბაგრატის ტაძრის უკანა მხარეს, წყაროს თავთან კლდეზე დიდი სპილენძის ხე- დაიდგმებოდა ზედ მოოქროვილი ოქროს საწმისის ასლით. ამ ტერიტორიაზე გადმოსვლა ახალი საფეხმავლოს და ველო ხიდიდან შეგეძლებოდათ - საოლქო სასამართლოს მხრიდან. ამ ეტაპზე ჩემი მერობისათვის ჩამოთვლილი სავსებით საკმარისია,"- განაცხადა ლევან ჭანჭალეიშვილმა.
თუ გსურთ დააფიქსიროთ საკუთარი პოზიცია და გააცნოთ საზოგადოებას როგორი იქნებოდა ქუთაისი თქვენი მერობის შემთხვევაში, მოგვწერეთ სააგენტოს ელექტრონულ მისამართზე topnewscomge@gmail.com -ზე თქვენი სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და პროფესია. რუბრიკის სტუმრის მოსაზრებები საიტზე ეტაპობრივად ყოველ კვირას განთავსდება.