Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის შემოსავლელი-სამტრედიის გზა ხუთი დღით დაიკეტება

თარიღი : 8-11-2015, 13:09 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ჩქაროსნული გზატკეცილის ქუთაისის შემოსავლელი-სამტრედიის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 8 ნოემბრის 23:00 საათიდან, 14 ნოემბრის 08:00 საათამდე, ქუთაისის შემოსავლელი-სამტრედიის გზა დროებით დაიკეტება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნული უკავშირდება ბოლო ეტაპის გეგმური სამუშაოების შესრულებას.
მათივე ცნობით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძველ მიმართულებაზე ქალაქ ქუთაისის გავლით.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მოძრაობის რეგულირება განხორციელდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დამტკიცებული და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან შეთანხმებული დროებითი მოძრაობის სქემის შესაბამისად.

"გუნდის შემადგენლობას დიდი ხანია მეურვეობს უნივერსიტეტის რექტორი, სპორტის თავდაუზოგავი ქომაგი, ნიკოლოზ ცხადაია. ამ გუნდს შუა სეზონში შეუერთდნენ მოთამაშეები ბალკანური ფესვებით, რომლებსაც გამოვლილი აქვთ კალათბურთის ცნობილი იუგოსლავიური სკოლა. ამგვარად, უხტის მოწინააღმდეგეებს ადვილი თამაში ნამდვილად არ ელოდებათ", - ნათქვამია განცხადებაში.


ნანახია: 2154-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისი-სამტრედიის
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სატრანსპორტო ნაკადი გადაერთვება თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე ქალაქ

ამინდი