Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ლორენსის უნივერსიტეტის ფილიალის გახსნაზე მსჯელობენ

თარიღი : 7-11-2015, 18:58 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარესების მოთხოვნით დაგეგმილი აქცია გაურკვეველი ვადით გადაიდო. როგორც ირკვევა, აღნიშნულის მიზეზი საკითხის პარლამენტში მეორე მოსმენით განხილვა გახდა. საკანონმდებლო ორგანოში ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ადგილმდებარეობაზეც უნდა ესაუბრათ.

"იმ შემთხვევაში თუ მეორედ მოსმენის შედეგადაც ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, აქციების გამართვას ვაპირებთ. ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ქუთაისის ყოფილ მერთან, დიმიტრი კოპალიანთან, რომელიც ლორენსის უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს. ჩვენ გვსურს ლორენსის უნივერსიტეტის ფილიალის დაარსება ქუთაისში და ამის შესახებ მივაწოდეთ ინფორმაცია ხელისუფლებას, იმერეთის გუბერნატორს და პარლამენტს,"-ამბობს ქუთაისში ტექნოლოგიუირ უნივერსიტეტის დაარსების მოთხოვნით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი მალხაზ ფხაკაძე.

საინიციატივო ჯგუფი მთავრობას და ფონდ „ქართუს“ დამფუძნებელს, რომელიც თბილისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტს აფინანსებს, მოუწოდებს, შეასრულონ წინასაარჩევნო დაპირება და პასუხი გასცენ ქუთაისის 10 000 მოქალაქეს, რომლებიც ხელმოწერით აფიქსირებენ თავიანთ მოთხოვნას.

„წინააღმდეგ შემთხვევაში ვაპირებთ გავმართოთ მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქცია, რათა ასე მაინც მივაწვდინოთ ხმა დაპირების გამცემთ და ამ პროექტის თაოსნებს,“– აცხადებენ საინიციატივო ჯგუფში.

თამუნა სხულუხია


ნანახია: 2196-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საზოგადოების ნაწილი აპროტესტებს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის თბილისში გახსნას და კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ მსგავსი
ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნის საკითხი ისევ აქტუალურია.
მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც ქალაქში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებდა, პროცესი
საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსების მომხრეა, აღნიშნული მიზნით ქალაქის მასშტაბით
ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მომხრეთა საინიციატივო ჯგუფი ქალაქის მერს შეხვდა

ამინდი