ხონს 900 000 ლარად ღირებული ახალი თეატრი აქვს

ხონის მუნიციპალიტეტში თეატრის რეაბილიტირებული შენობა საზეიმო ვითარებაში იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და გამგებელმა ჯემალ მებუკემ გახსნეს. ღონისძიებას ასევე, გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, იმერეთის მუნიციპალიტეტების გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.
ხონის თეატრში რამდენიმე წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი სამუშაოები განხორციელდა. სრულად გარემონტდა 1000 კვ. მ. ფართობის შენობა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა როგორც გარე ფასადს, ასევე ინტერიერს: სცენას, პარტერს, საგრიმიოროებსა და ადმინისტრაციულ ოთახებს. შენობაში თანამედროვე სტანდარტების გათბობისა და განათების სისტემებიც დამონტაჟდა. პროექტი გარდამავალი იყო და საერთო ღირებულებამ 900 000 ლარი შეადგინა.
დღესვე, რეაბილიტირებულ შენობაში ხონის თეატრის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. მოწვეულმა სტუმრებმა თეატრის ისტორიის ამსახველი გამოფენა დაათვალიერეს და ლაშა თაბუკაშვილის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს დაესწრნენ.