ქუთაისში მეხანძრეებმა საცხოვრებელი სახლი დაწვას გადაარჩინეს
თარიღი : 7-11-2015, 14:49 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისში, საფიჩხიის დასახლებაში საცხოვრებელი სახლი დაწვას გადაურჩა. ხანძარი სახლის სახურავს გაუჩნდა. მისი ლოკალიზება ადგილზე მისულმა სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა შეძლეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია. მეხანძრეთა განმარტებით, ხანძრის მცირე მასშტაბებიდან გამომდინარე, მისი ჩაქრობა არ გასჭირვებიათ.