"და სექსუალურმა მანიაკმა მომიკლა," -ტყიბულში მომხდარი მკვლელობის დეტალები

2 ნოემბერს, ტყიბულის მიმდებარე ტყის მასივში, 1974 წელს დაბადებული მაია კირკიტაძე-ჯიხვაშვილი ახლობლებმა მოკლული იპოვეს. სამართლადამცავებმა მკვლელობაში ბრალდებული 18 წლის ბიჭი მომხდრიდან მალევე დააკავეს. ოფიციალური ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობის მოტივი შურისძიება გახდა, - ეჭვმიტანილს მოკლული ქალის შვილი უყვარდა, თუმცა გოგონას ოჯახი მათი ურთიერთობას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა.
"მაიას ქალიშვილი და ნუკრი, ერთ სკოლაში სწავლობდნენ. ნუკრი მაიას არ მოსწონდა სასიძოდ, არც მაიას გოგოს უყვარდა ნუკრი, ამიტომ შური იძია და გოგონას დედა მოკლა", - გვითხრა ტყიბულის ერთ-ერთმა მკვიდრმა, თუმცა ამ ვერსიას კატეგორიულად არ ეთანხმება მოკლულის ძმა, ბუხუტი კირკიტაძე, რომლის თქმითაც, ეჭვმიტანილა ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.
ბუხუტი კირკიტაძე:
- სიყვარული არაფერ შუაშია, როგორც ახლა ირკვევა, მკვლელს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და სექსუალური მანიაკი იყო. და სექსუალურმა მანიკმა მომიკლა. ტყიბული ტყეში ჩაფლული ქალაქია, მის გარშემო დიდწილად წაბლის ხეებია, ახლა ჩვენთან წაბლის სეზონია. ჩემი დის სახლთან ახლოს, სულ რაღაც 200 მეტრში, ტყიანი ფერდობია, მაია იქ შესულა წაბლის მოსაგროვებლად. დაახლოებით დილის ათ საათზე გავიდა სახლიდან და მალე უნდა დაბრუნებულიყო, რადგან ჩემი შუათანა დისშვილი მასწავლებლთან უნდა წასულიყო, უმცროსი, რომელიც 9 წლის არის, მაიას უნდა დაეტოვებინა, მაგრამ ჩემი და მთელი დღე არ დაბრუნდა. ეს ბიჭი, ეჭვმიტანილი, იქვე მეზობლად ცხოვრობს. ტყიბულის შახტაში მუშაობდა და ღამის ცვლაში ყოფილა, რომელიც 9 საათზე სრულდება. სადაც ის ცხოვრობს, იმ სახლიდან კარგად მოჩანს ტყის ის მასივი, სადაც მაია წაბლის შესაგროვებლად იყო... ეტყობა, უკან გაჰყვა, თან მომზადებული ყოფილა, ქამარი ჰქონია და მიწაზე დახრილ ქალს უკნიდან მიპარვია და კისერზე მარყუჟივით გაუკეთებია, ხვდებით ალბათ რა საზიზღარი ჩანაფიქრიც ჰქონდა... ეს თვითონაც აღიარა, - ასე ჩავიდინეო... ეს ბიჭი ტანად პატარაა, ჩემი და ახალგაზრდა, ღონიერი ქალი იყო და წინააღმდეგობა გაუწია, საწყალს მკერდი და კისერი სულ დაკაწრული აქვს, მაგრამ ყელში ქამარწაჭერილი მოძალადესთან რას გახდებოდა... ბათინკები ეცვა თურმე ფეხებზე და ცხედრისთვის წიხლები ურტყია, ჩემს საწყალ დას თვალები ამოგდებული აქვს და ორივე ყბა ჩამტვრეული. შემდეგ იქიდან, ბუჩქებში ჩაუთრევია. ისეთი ადგილია იქ, ვერასდროს ვერავინ ვერ მიაგნებდა. კინოლოგებიც გვყავდა, მაგრამ ძაღლმა კვალი დაკარგა... შუადღეს რომ აღარ დაბრუნდა, ოჯახის წევრებმა და მეზობლებმა დავიწყეთ მისი ძებნა. გვიან ღამემდე ეძებეს და შუაღამისას ნახეს ტყის ნაპირზე ხრამში ჩაგდებული, - ცხედარს ხის ნაფოტები და ფოთლები ჰქონდა დაყრილი.
- ვინ იპოვა ცხდარი?
- მთელი ღამე ვეძებდით, მთელი ქალაქი ფეხზე იყო და ეს ბიჭი სახლიდან არ გამოდიოდა. ეჭვი გამიჩნდა, როგორ შეიძლება, თუ ყველაფერი კარგად არის, ასეთ დროს ადამიანი სახლში გაჩერდეს. მე ვთქვი ახლობელ ბიჭებთან, ეს რაღაც საეჭვოდ ჩუმად არის-მეთქი და პირდაპირ პატრულს მივმართე. ეჭვი იმიტომაც გამიჩნდა, რომ ამ ბიჭის შესახებ ადრეც მქონდა მოსმენილი, რომ ახლო-მახლოს მეზობლის ქალების საცვლები იკარგებოდა.. ცოტა ადრე, სკოლაში ხატვის მასწავლებლად ვმუშაობდი და იქ სწავლობდა ეს ბავშვი, ვიცოდი, რომ რამდენჯერმე გოგონების საპირფარეშოში შეპარულა სათვალთვალოდ. პატრული დილით მისულა მასთან, მანქანაშივე უღიარებია და ის ადგილიც მიუთითა.
- მაიას სამი შვილი დარჩა, ხომ?
- დიახ, ჩემი სიძე, ანუ მაიას მეუღლე და უფროსი დისშვილი, სახლში არ იყვნენ, თბილისში მუშაობენ და იქეთ იყვნენ წასული. ასე დაგვღუპა იმ ავადმყოფმა. კი დაკავებულია უკვე, მაგრამ ჩემს საცოდავ დას და მის ოჯახს რაღა ეშველება?!
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1997 წელს დაბადებული ნუკრი კ. მომხდარიდან რამდენიმე საათში ტყიბულშივე დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
kvirispalitra.ge