Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სოციალური თანასწორობის მცდელობა თუ საჯარო სკოლის ბიზნესი ქურთუკების სახით?

თარიღი : 6-11-2015, 19:45 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის #12 საჯარო სკოლაში საგანმაათლებლო დაწესებულების დირექტორისა და დამრიგებლების გადაწყვეტილებით, მოსწავლეებს 40 ლარად ღირებული ქურთუკები შეაძენინეს. აღნიშნულის შესახებ Topnews.com.ge-ს ინფორმაცია ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.

რესპონდენტის განცხადებით, ქურთუკების შეძენის წინააღმდეგი იყვნენ მოსწავლეთა მშობლები და ქურთუკების დაბრუნების მიუხედავად, მოსწავლეებს მისი ტარება მაინც უწევთ.

Topnews.com.ge მოცემულ საკითხთან დაკავშირებით სკოლის დირექტორს ესაუბრა. ნათია სულავა ირწმუნება, რომ მოსწავლეების მიერ ერთნაირი ქურთუკების ტარება მშობლების ინიციატივითა და ბავშვების სურვილით მოხდა.

"ჩვენს სკოლის ბავშვები უკვე კარგა ხანია ატარებენ ერთნაირი ფორმის მაისურს. მშობლების ინიციატივითა და ბავშვების სურვილით გადაწყდა, მოსწავლეებს ეტარებინათ ერთნაირი ფორმის ჟაკეტები და ყველას ეცმეოდა ერთნაირად. ბავშვებმა თვითონ შექმნეს მოდელი. სკოლა კი არ ერევა. მოსწავლეების ნებაა სად და როგორ შეიძენენ ან შეიკერავენ ფორმებს. ხოლო ვისაც ჟაკეტის შეძენა არ შეუძლია, ჩაიცვამს იმას რაც სურს მაისურის გარეთ,"-ამბობს ნათია სულავა.

ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ბადრი ვაშაკიძე ამბობს, რომ თემის შესახებ პირველად ესმის და მის გარკვევას შეეცდება.

თამუნა სხულუხია


ნანახია: 3064-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის 31-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს სასკოლო ფორმის შეკერვას სთხოვენ, რომელიც მშობლებს 100-100 ლარზე მეტი უჯდებათ.
"ნაც–ქოცურმა" რეჟიმმა ქუთაისში 15–მდე სკოლა შეიწირა"
როგორც Topnews.com.ge-ს ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, სკოლის დაცვის თანამშრომელმა მეხუთეკლასელ ერთ-ერთ გოგონას მასთან სექსუალური
როგორც Topnews.com.ge-ს ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ბადრი ვაშაკიძემ განუცხადა, გორგოძემ დირექტორის
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს რამდენიმე მშობელი დაუკავშირდა, რომელთაც განაცხადეს, რომ ბავშვები სკოლაში გააფრთხილეს და
ამის შესახებ განცხადება ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ბადრი ვაშაკიძემ გააკეთა.

ამინდი