Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

2016 წლის ზაფხულისთვის ხარაგაულს ახალ საავადმყოფოს ჰპირდებიან

თარიღი : 6-11-2015, 14:53 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა და ასევე, საავადმყოფოს მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.

ახალი ადმინისტრაციული შენობა იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორმა დავით ტორუამ გახსნეს. ცერემონიას გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ებანოიძე ესწრებოდნენ.

ხარაგაულის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალ ადმინისტრაციულ 145კმ.მ ფართობის შენობაში პერსონალისთვის მოსასვენებელი და სამუშაო ოთახებია გამოყოფილი. აქვეა გათვალისწინებული მედიკამენტების შესანახი სივრცე. ახალგარემონტებულ შენობაში გადასვლამდე, წლების განმავლობაში, ცენტრის თანამშრომლები კეთილმოუწყობელ ნაგებობაში იყვნენ განთავსებულნი, სადაც სათანადო პირობები არ იყო შექმნილი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობების გადაცემის პროცესი გრძელდება. ამ დრომდე ახალ მისამართზე უკვე გადავიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გურჯაანის, ყვარლის, თიანეთის, დმანისის, ჩაქვის, ქუთაისის, ტყიბულისა და ზესტაფონის რაიონული ცენტრები.

დღესვე, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხარაგაულში ახალი საავადმყოფოს მშენებლობის პროცესი მოინახულეს. მრავალპროფილიანი, 15 საწოლზე გათვლილი სამედიცინო დაწესებულება მუნიციპალიტეტში 2016 წლის ზაფხულში ამოქმედდება. ხარაგაულში საავადმყოფო ამ დრომდე ამორტიზებულ შენობაში იყო განთავსებული, სადაც სამედიცინო პერსონალისა და პაციენტებისთვის შესაბამისი პირობები არ არსებობდა. აღნიშნული პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 1 600 000 ლარით დაფინანსდა.


ნანახია: 2047-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორმა თეიმურაზ ხარაშვილმა რეგიონში კიდევ ერთი
ვანის მუნიციპალიტეტში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობის პროცესს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სამინისტროს წარმომადგენლებმა, იმერეთის გუბერნატორმა და ხარაგაულის გამგებელმა ხარაგაულში საავადმყოფოს განთავსების რამდენიმე

ამინდი