ქუთაისის მერია ჯანსუღ კახიძეს 80 წლის იუბილეს აღუნიშნავს

მიმდინარე წლის 13 ნოემბერს ქუთაისი ჯანსულ კახიძის 80 წლის იუბილეს უმასპინძლებს. ღონისძიება ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში, 19:00 საათზე გაიმართება. საიუბილეო კონცერტში მონაწილეობას თბილისის სიმფონიური ორკესტრი, გიორგი სუხიტაშვილი, ნატო კახიძე, მაკა ზამბახიძე, ვახტანგ კახიძე, ნეკა სეფისკვერაძე და გოგა მესხი მიიღებენ. ღონისძიებაზე ჯანსულ კახიძის მიერ კინოსა და თეატრისთვის შექმნილი ნაწარმოებები შესრულდება. ქართველი დირიჟორის, ლოტბარის, კომპოზიტორისა და მომღერლისათვის 80 წლის იუბილის აღნიშვნის ორგანიზატორი ქუთაისის მერიაა.