"მკითხველთა კლუბი,"-ქუთაისელმა სტუდენტებმა წიგნიერების პროპაგანდა დაიწყეს

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე რამდენიმე თვეა "მკითხველთა კლუბი" ფუნქციონირებს,. კლუბს, რომელიც ამ ეტაპზე გაფართოებას და სასწავლებლის გარეთ გასვლას გეგმავს, პროფესორი ლია ნოზაძე და სტუდენტი მარიამ ჯაფარიძე ერთობლივად ხელმძღვანელობენ.
"ჩვენ ვეწევით წიგნიერების პროპაგანდას. ჩვენი მიზანია მეტი სტუდენტი, სკოლის მოსწავლე დავაინტერესოთ და მოვიყვანოთ ჩვენამდე. ვიკითხოთ რაც შეიძლება მეტი,"-ამბობს მარიამ ჯაფარიძე.
"მკითხველთა კლუბი" ყოველი კვირის ოთხშაბათს მართავს პრეზენტაციებს სხვადასხვა წიგნზე, თემასა და მწერალზე. კლუბს ასევე სტუმრობენ ლექტორები, რომლებიც დამოუკიდებლად არჩეულ თემატიკაზე ესაუბრებიან სტუდენტებს და პასუხობენ მათ შეკითხვებს.
"პირველ რიგში, ჩვენი მიზანია წიგნიერების პროპაგანდა. გვინდა რაც შეიძლება მეტი ადამიანი დავაინტერესოთ წიგნის კითხვით და შევუქმნათ მათ დ შესაბამისი გარემო. ჩვენთან ყოველკვირეულად ლექტორებთან ერთად განიხილება ერთი წიგნი და ეს უფრო საინტერესოს ხდის ჩვენს მუშაობას. მე პირადად როგორც "მკითხველთა კლუბი"-ს წევრმა მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ ლია ნოზაძეს, რომელიც გვეხმარება ჩვენი მიზნების განხორციელებაში და ასევე სტუდენტურ თვითმმართველობას, რომელიც გვერდით გვიდგას და მხარს უჭერს ჩვენს პროექტებს," - აცხადებს კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბაჩო ნადირაძე.

"ამ ეტაპზე სტუდენტების დაინტერესება უფრო დიდია, ვიდრე სკოლის მოსწავლეების. გვინდა, რომ ისინი უფრო აქტიურად ჩავრთოთ ამ პროცესებში. უნივერსიტეტი და თვითმართველობა ძალიან გვეხმარება წამოწყებულ საქმეში,"- ამბობს მარიამ ჯაფარიძე.
"მკითხველთა კლუბი" დამწყებ შემოქმედებსაც ეხმარება თავიანთი ნაშრომების ფართო საზოგადოებისათვის გაცნობაში.
"საერთოდ წიგნიერების დონე არის ძალიან დაბალი და ჩვენ მომავალმა თაობამ, ვინც იცის რას ნიშნავს კითხვა, რას ნიშნავს წიგნი, მიზნად დავისახეთ წიგნიერების პროპაგანდა. გვსურს, მეტი დავაინტერესოთ და მეტს გავუჩინოთ სურვილი იკითხონ. იმედი მაქვს გამოგვივა და შევძლებთ,"- ამბობს მარიამ ჯაფარიძე.
"მკითხველთა კლუბში" აცხადებენ, რომ სამომავლოდ სერიოზული პროექტები აქვსთ. თუმცა წინასწარ მათი გაჟღერებისაგან თავს იკავებენ.
თამუნა სხულუხია