საფიჩხიის დასახლებაში წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებმა მოსახლეობა წყლის გარეშე დატოვა

ქუთაისში, საფიჩხიის დასახლებაში ადგილობრივი მოსახლეობა ორი დღეა სასმელი წყლის დეფიციტს განიცდის. ადგილობრივები აცხადებენ, რომ წყალი არ მიეწოდებათ და შეფერხების მიზეზიც უცნობია. საუბარია გელათისა და 26 მაისის ქუჩებზე.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის პრესსამსახურში Topnews.com.ge-ს განუცხადეს, რომ მოსახლეობას პრობლემა წყლის ძველი ქსელის ახალ ქსელზე გადართვამ შეუქმნა. კომპანიის პრესსამსახურის წარმომადგენელი ნინო რამიშვილი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე პრობლემა მხოლოდ 10 ოჯახს აქვს.
"ადგილზე მუშაობს ჩვენი ბრიგადა და მოსახლეობას წყალმომარაგება დაზიანების აღმოფხვრისთანავე აღუდგება," - ამბობს ნინო რამიშვილი.
ცნობისთვის, ქუთაისში, წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია "კობრა" ახორციელებს. სამუშაოები 2014 წელს დაიწყო და 2016 წელს უნდა დასრულდეს. ხოლო სამუშაოების შედეგად, მოსახლეობის წყალმომარაგება უნდა გაუმჯობესდეს.