Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში მხატვრული კითხვის კონკურსი ტრადიციულ სახეს მიიღებს

თარიღი : 5-11-2015, 22:24 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მხატვრული კითხვის საქალაქო კონკურსი- "აწ, ენა მინდა გამოთქმად...," დასრულდა. კონკურსის დასკვნითი ღონისძიება ქუთაისის კულტურის ცენტრში გაიმართა. კონკურსის ფინალურ ეტაპზე კომპეტენტური ჟიურის წინაშე 22-მდე საჯარო და კერძო სკოლის 80-მდე მოსწავლე წარსდგა. ღონისძიებაში მონაწილეობა კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კურსანტებმაც მიიღეს.

მხატვრული კითხვის კონკურსი ააიპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებამ და გაერთიანებაში არსებულმა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ ქალაქის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისათვის გამოაცხადა. კონკურსის მიზანს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებში ქართული პროზისა და პოეზიის სიყვარულის გაღრმავება, ასევე, მეტყველების კულტურის განვითარება წარმოადგენდა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლო ყველა მოსწავლეს პირველი კლასიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით (ერთი სკოლიდან არაუმეტეს სამი მოსწავლისა), რომლებიც ერთ პროზაულ და პოეზიის ერთ ნიმუშს წაიკითხავდნენ.

კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს დიპლომები, სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. გამოვლინდა ჟიურის სიმპატია. ხოლო სპეციალური პრიზის მფლობელი ქუთაისის #7 საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლე ანო გოლეთიანი გახდა. მას ააიპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების მმართველმა ელისო ქაროსანიძემ საკუთარი წიგნი „მწვანე ზარდახშა“ გადასცა.

„მეტყველების კულტურა განსაზღვრავს ადამიანის კულტურას. მეტყველების ყველაზე დიდი კულტურა არის ბუნებრივად, გრძნობით, ემოციებით მოტანილი ესა თუ ის ამბავი. ის, რასაც შეეპარება სიყალბე, აღარ არის კულტურა. ემოციის მოტანა სიყალბის გარეშე, სადად, უბრალოდ გადმოსცე ის რასაც გრძნობ, ეს არის მთავარი. მეტყველების კულტურა ყველაზე დიდი კულტურაა ღიმილის კულტურასთან ერთად. ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება ყოველთვის ხელს შეუწყობს მსგავსი ტიპის პროექტებს,“ -განაცხადა გაერთიანების მმართველმა ელისო ქაროსანიძემ.

„ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე ყოველთვის ამბობდა და მომავალშიც იტყვის თავის სათქმელს იმ საქმეში, რასაც მომავალი თაობის აღზრდა-განვითარება ჰქვია. მხატვრული კითხვის საქალაქო კონკურსიც-"აწ, ენა მინდა გამოთქმად...," ახალგაზრდებისათვის პოეზიის შეყვარებას. ლიტერატურის პოპულარიზაციას და მეტყველების განვითარებას უწყობს ხელს. მე მადლობა მინდა გადავუხადო კონკურსში მონაწილე ყველა სკოლას და ჩვენი სასახლის სამხატვრო ხელმძღვანელს ანა ჟღერიას ასეთი კარგი წამოწყებისთვის,“ - განაცხადა ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ია ვერულაშვილმა.

მხატვრული კითხვის საქალაქო კონკურსი-"აწ, ენა მინდა გამოთქმად...," მიმდინარე წელს პირველად ჩატარდა. მომდევნო წლებში კონკურსი ტრადიციულ სახეს მიიღებს


ნანახია: 2236-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ტრადიციული საქალაქო კონკურსის გამარჯვებულს ჟიური გამოავლენს. კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები კი დიპლომებითა და ფასიანი
იუნესკოს გადაწყვეტილებით, 2016 წელი შოთა რუსთაველის წლად არის გამოცხადებული.
კონკურსის გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან სიგელებით, დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით. გამორჩეული ბავშვებისათვის
კონკურსებში ჩართვა ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს შეუძლიათ.
ღონისძიებას ქუთაისიდან მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე უერთდება.

ამინდი