"ევროპა ჩვენი სახლია" პოლიტიკურ პარტიებს და არასამთავრობოებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს
თარიღი : 5-11-2015, 14:04 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" ქუთაისში საქართველოს პარლამენტის ფუნქციონირების საკითხთან დაკავშირებით ქალაქსა და ქვეყანაში მოქმედი პოლიტიკური ძალებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს დამოკიდებულების დაფიქსირებისაკენ მოუწოდებს.
ორგანიზაციის დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილის თვლის, რომ მნიშვნელოვანია საქართველოში მოქმედ ყველა პოლიტიკურ ძალას, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს საკუთარი მკვეთრი დამოკიდებულება ჰქონდეთ კონსტიტუციის მრავალგზის დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით.
"იგულისხმება საქართველოს პარლამენტის ადგილმდებარეობის შეცვლა საკონსტიტუციო ნორმის საწინააღმდეგოდ. არიან პარტიები, იქნებიან ახალი სუბიექტები, ჩვენთვის ქუთაისელებისთვის, ორმაგად მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ქუთაისში მოქმედი პოლიტიკური ძალების, სამოქალაქო სექტორის სუბიექტების და საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები წარმომადგენლობების დამოკიდებულება და სამოქმედო გეგმა ამ საკითხთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ეს მოხდეს მანამ, ვიდრე ვინმე დაინტერესდება და მიკროფონს მიუშვერს საკუთარი აზრის დასაფიქსირებლად. არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია", მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს ყველა ძალასთან, ვისაც სურვილი აქვს პარლამენტი კონსტიტუციით განსაზღვრულ ადგილზე ფუნქციონირებდესდა რამეს აკეთებს ამის უზრუნველსაყოფად. სამართლებრივ სახელმწიფოში კონსტიტუცია ქვეყნის უზენაესი კანონია," - აცხადებს თორნიკე ბარათაშვილი.