"არ ვეხმარებით ფაშისტებს, ქსენოფობებს",-პირველობაზე პრეტენზიის მქონე პარტიის გეგმები

ქუთაისში "ახალი პოლიტიკური ცენტრის-გირჩის" რეგიონალური ოფისი გაიხსნა. ქუთაისი პირველი ქალაქია, სადაც პოლიტიკურ ცენტრს რეგიონული ოფისი აქვს. რეგიონულ წარმომადგენლობას ახალგაზრდული ცენტრის ყოფილი მენეჯერი თემურ ცამციშვილი უხელმძღვანელებს.
"ახალი პოლიტიკური ცენტრის" ლიდერებმა მედიასა და საზოგადოებას რეგიონული ოფისის გახსნაზე ცენტრის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო გეგმები გააცნეს.
"პარტიის მიზანია შექმნას ახალი, ღია პოლიტიკური ცენტრი, მოიზიდოს და პოლიტიკურ პროცესში ჩართოს პროფესიონალები. ახალი პოლიტიკური ცენტრი გთავაზობთ: აქტიურ პოლიტიკაში ჩართვის შესაძლებლობას; ღია და თავისუფალ საპარლამენტო სიას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, სადაც არ დაგხვდებათ წინასწარ ჩამოწერილი ხალხი; სიაში მოხვედრის გასაგებ და გამჭვირვალე კრიტერიუმებს - რაც არასოდეს ჰქონია საქართველოში რომელიმე პოლიტიკურ პარტიას (კრიტერიუმებს გამოვაქვეყნებთ 2015 წლის 1 დეკემბერს); თქვენი იდეებისა და ინიციატივების საპარლამენტო მხარდაჭერას მომდევნო 1 წლის განმავლობაში; მედია მხარდაჭერას; სწავლისა და განვითარების შესაძლებლობას; მხარდაჭერას საარჩევნო გამოცდილებით როგორც წინასაარჩევნოდ, ისე არჩევნების დღეს; საარჩევნო პროგრამას ტყუილი დაპირებების გარეშე; საოფისე მხარდაჭერას რეგიონულ ცენტრებში; რესურსებით მხარდაჭერას წინასაარჩევნო პერიოდში. ვის არ ვიღებთ და არ ვეხმარებით:
ფაშისტებს, ჰომოფობებ,ს ქსენოფობებს, პროოკუპანტებს. ჩვენთვის, მოქალაქეებთან ძირითადი და მთავარი საკომუნიკაციო პლატფორმა იქნება სოციალური ქსელები და თანამედროვე ტექნოლოგიები. ჩვენ შევქმნით პირველ პარტიას საქართველოში, რომელიც პარლამენტში ძირითადად თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით შევა," - აცხადებენ ცენტრის ლიდერები.