პარადოქსი ბაღდათში-სოციალური დახმარების გარეშე დარჩენილი შეჭირვებული მოსახლეობა

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში სოციალური დახმარების არასამართლიანად გაცემის ფაქტებთან დაკავშირებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორს ზაზა სოფრომაძეს მიმართა.
2015 წლის 15 ოქტომბერს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის უფლებადამცველების მობილური ჯგუფი ბაღდათის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. ჯგუფის წევრები იმ მოქალაქეებს შეხვდნენ, რომელთაც სოციალური დახმარება შეუწყდა. შეხვედრიდან გაირკვა, რომ მოსახლეობას არ აქვს ინფორმაცია, თუ რა მიზეზით შეუწყდა მათ სოციალური დახმარება. მათთვის ასევე უცნობია, რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდნენ სოციალური აგენტები მათი ქონებრივი მდგომარეობის შეფასებისას. ასევე, გაირკვა, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დიდი ნაწილი არ არის სწორად ინფორმირებული თავად სოციალური დახმარების არსისა და დანიშნულების შესახებ.
„მოსახლეობის თქმით, სოციალური აგენტების ვიზიტი, ხშირ შემთხვევაში, დამამცირებელი და ღირსების შემლახავია. ინფორმაციის უქონლობის გამო ისინი თავს სამართლებრივად დაუცველად მიიჩნევენ, რადგან ხელს აწერენ დოკუმენტს, რის შესახებაც ინფორმაცია არ აქვთ.
ამასთან, მოსახლეობისვე თქმით, სოციალური დახმარება არასამართლიანად ნაწილდება, რადგან უკიდურესად მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში მყოფ პირებს დახმარება გაურკვეველი მიზეზების გამო მოხსნილი აქვთ, მაშინ, როცა ნაკლებად გაჭირვებულ პირებს სოციალური დახმარება ენიშნება.
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი მოითხოვს, გადაიხედოს ის კრიტერიუმები, რომლის თანახმად მოეხსნათ ან დაენიშნათ პირებს სოციალური დახმარება. ასევე, დარღვევის არსებობის შემთხვევაში, დადგეს სოციალური აგენტების პასუხისმგებლობის საკითხი.ამასთან, მოვითხოვთ, მოსახლეობას მიეწოდოს ინფორმაცია სოციალური დახმარების არსის შესახებ და სოციალურმა აგენტებმა მოსახლეობას ადგილზე განუმარტონ იმ დოკუმენტის შინაარსი, რასაც ისინი ხელს აწერენ,“ - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა Topnews.com.ge-ს მიაწოდა.