Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

როგორ ეხმარება სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას და სოციალურად დაუცველებს PIN?

თარიღი : 5-11-2015, 09:32 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, სტატიები   
topnews.com.ge
ჩეხურმა არასამთავრობო, არაკომერციულმა ორგანიზაცია PIN-მა (People In Need),,ადამიანი გაჭირვებაში“, იმერეთის რეგიონში მედიატური მოაწყო. ტურის ფარგლებში, PIN-ის ქუთაისის ოფისის წარმომადგენლებმა ადგილობრივ ჟურნალისტებთან ერთად ხონში,თერჯოლაში,ტყიბულსა და ქვიტირში ორგანიზაციის დაფინანსებით შექმნილი კოოპერატივები დაათვალიერეს.
ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ადამიანი გაჭირვებაში“ საქართველოში 2005 წლიდან ფუნქციონირებს. 2008 წლიდან კი პროექტებს იმერეთსა და სამეგრელოში სოფლად მცხოვრები მოსახლეობის, სოციალურად დაუცველი ოჯახების და ახალგაზრდებისთვის ეკონომიკური და სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია PIN-ის დაფინანსებით, სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამით სხვადასხვა მიმართულებით კოოპერატივები შეიქმნა. მათ შორისაა ხონის ყველის მწარმოებელი კოოპერატივი ,,ლელო“, რომელშიც დასაქმებულ მეწარმეებს რძის პროდუქტების საწარმოებლად საჭირო ინვენტარი გადაეცათ. პროდუქცია ჯერჯერობით მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, მაგრამ იგეგმება გაფართოებაც.

http://topnews.com.ge/photo/news/20151105093042.png


ასევე, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ადამიანი გაჭირვებაში“-ს დაფინანსებით შეიქმნა ღვინის მწარმოებელი კოოპერატივები: კოოპერატივი ,,საზანოს ღვინო" და ,,მეღვინეობა თერჯოლა“.
,,PIN-ის დახმარებით შევძელით განგვეხორციელებინა რამდენიმე წლის წინ ჩაფიქრებული იდეა. მათ გადმოგვცეს ღვინის საწარმოებლად საჭირო ძვირადღირებული ინვენტარი და ასევე, გვეხმარებიან მეღვინეობის სფეროში განათლების მიღებასა და პროდუქციის პოპულარიზაციაში“ -განაცხადა ,,მეღვინეობა თერჯოლა“-ს გამგეობის თავმჯდომარემ გივი ჩუბინიძემ. მისივე თქმით, ასევე იგეგმება 4 ჰექტარი მიწის პერიოდული ათვისება და ვაზის ძველი ქართული ჯიშების განახლება-პოპულარიზაცია.
არასამთავრობო ორგანიზაცია PIN-ი ასევე,მსაჭირო ინვენტარითა და ტექნიკით დაეხმარა ღვინის მწარმოებელ კოოპერატივ ,,საზანოს ღვინოს“, სადაც 10 ადამიანია დასაქმებული და ადგილობრივი ბაზრის გარდა, წარმოებული ღვინის გაყიდვას იაპონიასა და ამერიკაში გეგმავენ.
არასამთავრობო ორგანიზაციამ ადგილობრივი თვითმართველობის თანადაფინანსებით თერჯოლაში სასათბურე მეურნეობა ,,ეკო სახლი“ შექმნ, სადაც რეგიონის 250 მოსწავლე აქტიურადაა ჩართული და სოფლის მეურნეობის დარგში თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას იღებენ.
ორგანიზაციის მიერ მოწყობილი მედიატურის ფარგლებში, ჟურნალისტებმა ასევე დაათვალიერეს სასათბურე კოოპერატივი ,,ქვიტირი“. ადგილზე არსებობს საწყობ-მაცივარი,სადაც მოხდება ადგილობრივი წარმოების მწვანილისა და ბოსტნეულის მიღება,შენახვა და შემდგომი რეალიზაცია. თანადაფინანსების ფარგლებში PIN-მა კოოპერატივი 78 000 ლარით დააფინანსა.

http://topnews.com.ge/photo/news/20151105093127.png


სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამით, არასამთავრობო ორგანიზაცია PIN-ის, ,,ადამიანი გაჭირვებაში“ დაფინანსებით სულ 9 კოოპერატივი შეიქმნა,რომლისთვისაც 517 809 ლარი დაიხარჯა.
არასამთავრობო ორგანიზაცია PIN-ი ასევე ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამას,რომლის მიზანია მოქალაქეებისა და არაკომერციული სექტორის ხელშეწყობა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ტყიბულის თვითმართველობის თანადაფინანსებით სხვადასხვა პროექტი განხორციელდა. კერძოდ, გარემონტდა მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფენო დარბაზი და რამდენიმე ოთახი,უმწეოთა სასადილოს სამზარეულო,ორპირში შეკეთდა ამბულატორია და მოეწყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ოთახი,გადაიხურა ორი ბაღი.ტყიბულში, ტყვარჩელის ქუჩაზე მოეწყო საბავშვო ატრაქციონი.
,,ტყიბულში ახალგაზრდების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში დიდ როლს ასრულებს ,,ლიტერატურული კაფე“,სადაც ყოველდღიურად 30 ბავშვი დადის და დაახლოებით 100 აბავშვი ერთვება სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებაში,“-განაცხადა ტყიბულის ლიტერატურული კაფის ხელმძღვანელმა თენგიზ გაგოშიძემ.
,,ორგანიზაცია ,,ადამიანი გჭირვებაში“ სხვადასხვა მიმართულების პროექტების დაფინანსებით ხელს უწყობს მოქალაქეთა გააქტიურებას მუნიციპალიტეტების საქმიანობაში, რაც ასევე, ხელს შეუწყობს ხელისუფლების ანგარიშვალდებულების ზრდას მოსახლეობის წინაშე და ეხმარება ადგილობრივ ფერმერებს შექმნან კოოპერატივები, გაძლიერდნენ და განავითარონ სოფლის მეურნეობა,“- განაცხადა PIN-ის პიარ-მენეჯერმა რამაზ ჭიჭინაძემ.
ამჟამად,ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია PIN-ის მოქმედი ოფისებია ქუთაისში,თბილისსა და სტეფანწმინდაში. მიმდინარე პროექტების ძირითადი დონორები და მხარდამჭერები არიან ევროკომისია,ჩეხეთის მთავრობა და მსოფლიო ბანკი.

თიკო ძოძუაშვილი


ნანახია: 1927-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ნოდარ კერესელიძე და ტომაშ პერნიცკი ხარაგაულისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში მოქმედი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების -'სარგო',
ღვინის დამზადებით დაკავებული პირები თერჯოლაში ყურძნის მოსავლის ნაკლებობაზე საუბრობენ.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში ახალგაზრდული არტ-კლუბი გაიხსნა.
პროექტს, რომლის ფარგლებშიც ბაღი ინვენტარით აღიჭურვა, ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია 'ადამიანი გაჭირვებაში' (PIN)
პროექტს ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ადამიანი გაჭირვებაში'' (PIN) მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს.
აღნიშნული პროგრამა საკმარისი იქნება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ფარგლებში სრული საწარმოო ციკლის შესაქმნელად.

ამინდი