Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მსოფლიო ბანკის დახმარებით ვანში მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაცია იწყება

თარიღი : 4-11-2015, 19:06 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში ვანის არქეოლოგიური მუზეუმის რეაბილიტაციის ქვეპროექტის განხილვა გაიმართა.

ვანის მუზეუმ-ნაკრძალი, რომელიც 1981 წლის 21 აპრილს დაარსდა, თავისი მნიშვნელობით უნიკალური. 2006 წლიდან ის ეროვნული მუზეუმის ნაწილს წარმოადგენს. მუზეუმ-ნაკრძალი ვანის ანტიკურ ნასახლარს, არქეოლოგიურ ბაზას და მუზეუმს მოიცავს. არქეოლოგიური აღმოჩენები ვანში მე-19 საუკუნის შუა პერიოდიდან იწყება. პირველი არქეოლოგიური კვლევები და გათხრები ექვთიმე თაყაიშვილმა აწარმოა. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ვანში აღმოჩენილი იქნა ექსპონატების დიდი მრავალფეროვნება, რომელიც ძირითადად ჩვენს წელთაღრიცხვამდე VII-I საუკუნეებით თარიღდება. სწორედ ეს უმნიშვნელოვანესი აღმოჩენები დაედო დაფუძვლად ვანის არქეოლოგიური ობიექტის მუზეუმ-ნაკრძალად აღიარებას.

რაც შეეხება ქვე-პროექტს, ის ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიის ინფრასტრუქტურის აღდგენას და კომუნალური მომსახურების საშუალების უზრუველყოფას ითვალისწინებს. კერძოდ კი, ქვე-პროექტის ფარგლებში განხორციელდება საკონსერვაციო გადახურვის მოწყობა გათხრების შედეგად აღმოჩენილი 5 ძეგლისთვის და ვანის არქეოლოგიური მუზეუმის და არქეოლოგიური უბნის დამაკავშირებელი ხიდის რეაბილიტაცია. ტერიტორიაზე აგრეთვე მოეწყობა საინფორმაციო სტენდები, მოსასვენებელი სკამები და ნაგვის ყუთები.

პროექტი მუნიციპალური განვითრების ფონდის მიერ, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სამუშაოები რამდენიმე ეტაპად განხორციელდება.


ნანახია: 2720-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ვანის არქეოლოგიური მუზეუმი 1985 წელს დაფუძნდა ვანის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის
პროექტი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება.
პროექტის ღირებულება 14,5 მილიონი ლარია და ის მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება.

ამინდი