Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხელისუფლება გაუფასურებულ ლარს აახლებს

თარიღი : 4-11-2015, 15:54 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
20016 წლიდან საქართველოს ეროვნული ბანკი მიმოქცევაში გამოუშვებს ლარის განახლებულ ბანკნოტებს. ამ სიახლის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ სასტუმრო „რუმს თბილისში“ გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, განახლებული 20, 50 და 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები ეტაპობრივად გამოვა და მიმოქცევაში იქნება წინა ემისიების ბანკნოტებთან ერთად.

„ეს არის ლარის 20 წლიანი ისტორიის მანძილზე ბანკნოტების დიზაინის პირველი მნიშვნელოვანი განახლება. ეს პროექტი აერთიანებს ფულის ნიშნების წარმოებასთან დაკავშირებულ რამდენიმე მნიშვნელოვან თარიღს. პირველი – 2015 წელი ეროვნული ვალუტის საიუბილეო თარიღია. ეს იყო ახალი ეპოქა ფულის ისტორიაში, შესაბამისად, სიმბოლურად დიზაინის მნიშვნელოვანი განახლებაც ამ თარიღს დავამთხვიეთ.

მეორე: ეროვნული ბანკი უკვე გაცვეთილ და დაზიანებულ ფულის ნიშნებს ახალი ბანკნოტებით ანაცვლებს. მოცემული პერიოდისთვის ბანკს მარაგების შევსება უწევდა. შესაბამისად, ეს იყო საუკეთესო დრო, ვინაიდან პროცესი არ მოითხოვდა დამატებით ფინანსურ რესურსს.

მესამე – ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა და ტექნოლოგიური პროგრესი. თავის დროზე ლარის ბანკნოტები საკმაოდ მაღალი სტანდარტის შესაბამისი იყო. და პასუხობდა საერთაშორისო მოთხოვნებს. წლების განმავლობაში დაიხვეწა ბეჭდვის პროცესი, შეიქმნა უფრო ძლიერი დამცავი ნიშნები,“ – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

ლარის განახლებულ ბანკნოტებზე შენარჩუნებულია ლარის ბანკნოტების თავდაპირველი თემატიკა. ამავე დროს წარმოდგენილი ისტორიები გამრავალფეროვნებულია ახალი ელემენტებით.

განახლდა ბანკნოტის ზომებიც. გამოყენებულია ნომინალების მიხედვით ზომების დიაგონალური სიმეტრიული ზრდის პრინციპი. ახალი ბანკნოტები დაცულია მომხმარებლისთვის მარტივად აღქმადი დამცავი ნიშნებით, მათ შორის დატანილია ნომინალის ამოცნობის ნიშანი სუსტი მხედველობის მქონე პირთათვის.

განახლებული ნომინალის ბანკნოტების დიზაინის ავტორი ბაჩა მალაზონიაა. 5 და 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები მოგვიანებით განახლდება.

commersant.ge


ნანახია: 2068-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შესაბამისი განცხადება გიორგი ქადაგიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ამის შესახებ ინფორმაცია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ბანკების 2017 წლის მე-4 კვარტლის ფინანსურ ანგარიშგებებშია მოცემული.
აღნიშნული გამოფენა ნუმიზმატთა კლუბის ორგანიზებით გაიმართა.

ამინდი